
ხაში — რეცეპტი
ინგრედიენტები
10 პორციამომზადება
ძროხის ფეხები და ფაშვი კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ და 12 საათით ჩაალბეთ ცივ წყალში. წყალი ყოველ 3 საათში უცვალეთ. შემდეგ მოათავსეთ ყველაფერი დიდ ქვაბში, დაასხით წყალი (ისე რომ მთლიანად დაიფაროს სახაშე მასალა), ადუღეთ 15 წუთი, შემდეგ ეს პირველი წყალი მთლიანად გადააქციეთ და ხორცი კარგად გარეცხეთ. კვლავ დაასხით სუფთა ცივი წყალი და დადგით სახარშად, მომდგარი ქაფი კი მუდმივად მოხადეთ. ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე თავსახურის ქვეშ მინიმუმ 8 საათი (მარილისა და სუნელების გარეშე და ბოლო საათის განმავლობაში სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დამატოთ რძე), სანამ ფეხებიდან ხორცი და ხრტილი სრულად არ ჩამოიშლება და ბულიონი არ გახდება წებოვანი, თეთრი და სქელი. ცალკე ჭურჭელში დანაყეთ ნიორი და გახსენით ცოტა ბულიონში მარილთან ერთად. ხაში შეაზავეთ სუფრასთან თქვენი გემოვნებით (მარილითა და ნიორით).
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!