
ქათმისა და წიწიბურას ფარშით მომზადებული გუფთა ტომატის სოუსში — რეცეპტი
ინგრედიენტები
2 პორციამომზადება
მოხარშეთ წიწიბურა შეფარდებით 1:2 (50 გრამზე წიწიბურაზე დაგჭირდებათ 100 მლ წყალი). მოამზადეთ ფარში ქათმის ხორცისა და 1 თავი ხახვისგან. კარგად აურიეთ ფარში, წიწიბურა, დაამატეთ სანელებლები და ფარშისგან მოამზადეთ ბურთულები. ბლენდერში ჩაყარეთ პილპილი, კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი, ნიორი, მწვანილი და დააბლენდერეთ.
თავდაპირველად 200 გრადუსამდე კარგად გაცხელებულ ღუმელში შედგით სახცობ ფორმაში ჩალაგებული ბურთულები დაახლოებით 15 წუთით. შემდეგ მოასხით მომზადებული დაბლენდერებული ნარევი (გასინჯეთ გემოზე, თუ საჭიროა დაამატეთ სანელებლები, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ტომატპასტა აცხვეთ კიდევ 5-10 წუთი. კერძი მზადაა.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!