
ქათმის ლაბა — რეცეპტი
ინგრედიენტები
8 პორციამომზადება
ქათამს მოაშორეთ კანი და გულდასმით გარეცხეთ. მოაშორეთ ხორცს ძვლები და ფილე დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად. გადაიტანეთ ჯამში, შეკმაზეთ სანელებლებით და დააყარეთ მშრალი ჟელატინი და მარილი. ნიორი დანაყეთ ან დაჭყლიტეთ, დაამატეთ ხორცს და ინგრედიეტები კარგად გადაურიეთ. ჯამის შიგთავსი გადაიტანეთ საცხობ პარკში, მჭიდროდ გადაახვიეთ სასურველი ფორმის მისაცემად და შეკარით კულინარიული ძაფით.
ქვაბში ჩაასხით ცივი წყალი, ჩადეთ ხორცის რულეტი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ დაახლოებით საათ-ნახევარი და გათიშეთ ცეცხლი. დაელოდეთ, სანამ გაგრილდება და შემდეგ ამოიღეთ ქვაბიდან. დადეთ ლანგარზე, დაადეთ ზემოდან სიმძიმე და შედეთ მაცივარში 2-3 საათით. შემდეგ გამოიღეთ ლაბა მაცივრიდან, მოაცილეთ პარკი და დაჭერით სასურველ ნაჭრებად. სულ ეს არის! წასახემსებელი მზადაა სუფრაზე მისატანად! გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!