
ქათამი ბოსტნეულით და ბრინჯით — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
კარგად გარეცხეთ და დაჭერით პრასის ღერო ნახევარი რგოლებად. კარგად გარეცხეთ და დაჭერით ბულგარული წიწაკა. გარეცხეთ ქამა სოკო, მოაცილეთ ფეხები, ხოლო ქუდები თხლად დაჭერით. ქათმის ფილე გარეცხეთ, შეამშრალეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ტაფაზე გააცხელეთ ცოტა კარაქი, დაალაგეთ დაჭრილი ფილე, წიწაკა, პრასი და დაჭრილი ქამა სოკო, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და დაიწყეთ მოშუშვა. როდესაც ბოსტნეული დარბილდება და ხორცი კარგად მოიშუშება, დაამატეთ ნაღები.
სოუსი რომ გასქელდეს, დაამატეთ ცოტა სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი. მუდმივი მორევით მიიყვანეთ სასურველ კონსისტენციამდე. თუ საჭიროა, დაამატეთ წყალი. მოხარშეთ ბრინჯი, გადაიტანეთ თეფშზე და ზემოდან მოალაგეთ ქათამი ბოსტნეულთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!