გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ცომეული / კახური ნაზუქი
კახური ნაზუქი
ცომეულიკახურივეგეტარიანული

კახური ნაზუქი — რეცეპტი

ავტორი:ლელიკო
მას ძირითადად სადღესასწაულო დღეებში აცხობდნენ, თუმცა დღეს იგი ყოველდღიური კულინარიის პოპულარული ნაწილია.
120
წთ
12
პორცია
1 პორციაზე
439
კალორია
10
ცილა
21
ცხიმი
52
ნახ.
სულ 12 პორცია — 5268 კალორია · 120 ცილა · 252 ცხიმი · 624 ნახ.

ინგრედიენტები

12 პორცია
ხორბლის ფქვილი1 კგ
ხახვი400 გრამი
მზესუმზირის ზეთი250 მლ
წყალი450 მლ
საფუარის ცომი1 ჩ/კ
შაქარი1 ს/კ
მარილი1 ს/კ

მომზადება

1

კახური ნაზუქი, ქართლურისგან განსხვავებით, არ არის ტკბილი სუნელებიანი პური — ის არის ნოყიერი, თონის სადღესასწაულო პური. ფქვილში აურიეთ საფუარი, მარილი და 1 კოვზი შაქარი. დაასხით წყალი და მოზილეთ პურის ტრადიციული ცომი. ბოლოს შეაზილეთ ცოტა ზეთი, რათა ცომი გახდეს გლუვი. დააფარეთ და დატოვეთ ასაფუებლად 1 საათით. სანამ ცომი აფუვდება, მოამზადეთ გულსართი: სქელძირიან ტაფაზე გაახურებულ ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ცოტა შაქარი, მარილი და ბოლოს ფქვილი, რომ მასა შეიკრას. ამის შემდეგ გადმოდგით ტაფა და გულსართი გააციეთ.

2

ამასობაში აფუებული ცომიდან ჩამოაყალიბეთ 5 გუნდა, ხელით გააბრტყელეთ, შუაში მოათავსეთ გულსართი, მოუკარით პირი (დაახლოებით ისე როგორც ხაჭაპურს) და ოდნავ გააბრტყელეთ ნაზუქი, რომ გულსართი კარგად გაიშალოს შიგნით. ტრადიციულად ნაზუქებს აცხობენ თონეში, თუმცა სახლის პირობებში მოათავსეთ მაქსიმალურად გახურებულ ღუმელში (240 გრადუსი) და აცხვეთ 12-15 წუთი სრულ დაბრაწვამდე.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!