
ინგრედიენტები
12 პორციამომზადება
ძროხის ხორცი (სასურველია მკერდის ნაწილი) გარეცხეთ და დაჭერით დიდ, მასიურ (მუშტისოდენა) ნაჭრებად. მოათავსეთ დიდ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი ისე, რომ ხორცს კარგად ფარავდეს და დადგით მაღალ ცეცხლზე. ადუღებამდე და ადუღების პროცესში კოვზით გამუდმებით მოხადეთ ქაფი, სანამ ბულიონი აბსოლუტურად გამჭვირვალე არ გახდება. ჩააგდეთ ქვაბში მთლიანი გარჩეული ხახვები, დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ 2.5 - 3 საათი, სანამ ხორცი თქვენთვის სასურველ კონსისტენციამდე არ მივა.. მომზადებამდე 20 წუთით ადრე ბულიონს უხვად დაუმატეთ მარილი. მოხარშული ხაშლამა ამოიღეთ ლანგარზე, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი, დაჭრილი ნიახური და მიართვით ცხელი დანაყულ ნიორთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!