გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ინდაურის საცივი
ინდაურის საცივი
ძირითადი კერძები

ინდაურის საცივი — რეცეპტი

ავტორი:აგუნას ზედაშე
აბა მითხარით, ვის წარმოუდგენია ახალი წლის სუფრა, საცივის გარეშე?!
150
წთ
14
პორცია
1 პორციაზე
748
კალორია
80
ცილა
42
ცხიმი
9
ნახ.
სულ 14 პორცია — 10472 კალორია · 1120 ცილა · 588 ცხიმი · 126 ნახ.

ინგრედიენტები

14 პორცია
ინდაური4 კგ
ნიგოზი700 გრამი
ხახვი350 გრამი
ნიორი8 კბილი
უცხო სუნელი1.5 ს/კ
ქინძი დაფქული1.5 ს/კ
ზაფრანა (ყვითელი ყვავილი)1 ჩ/კ
მიხაკი დაფქული0.5 ჩ/კ
ღვინის ძმარი4 ს/კ
წითელი წიწაკა დაფქულიგემოვნებით
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

საგულდაგულოდ გატრუსული და კარგად გარეცხილი მთლიანი ინდაური მოათავსეთ დიდ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ სანახევროდ. ხშირი ინტერვალით მოხადეთ ქაფი, ხოლო ზედაპირზე ამოსული ცხიმი შეინახეთ ხახვის მოსაშუშად. ნახევრად მოხარშული ინდაური ამოიღეთ, მოაყარეთ მარილი, მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და შეწვით ღუმელში 180 გრადუსზე ოქროსფერ შეფერილობამდე. შემდეგ გააგრილეთ და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. ინდაურის წვის პროცესში ბულიონს მოხადეთ ზედმეტი ცხიმი, კარგად გადაწურეთ და გააგრილეთ. ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ინდაურის ცხიმში დაბალ ცეცხლზე, სანამ სრულიად არ დარბილდება და გამჭვირვალე არ გახდება (არ უნდა დაიბრაწოს!!!). ნიგოზი და ნიორი სამჯერ გაატარეთ ხორცსაკეპში. ხელით კარგად მოზილეთ, რომ ზეთი გამოუვიდეს და გადაინახეთ. შემდეგ ნიგოზს შეურიეთ ყველა სუნელი: ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, მიხაკი, მარილი და წიწაკა. ნიგვზიანი მასა ქვაბში ნელ-ნელა შეურიეთ თბილ ბულიონს და კარგად გახსენით. დაუმატეთ მოშუშული ხახვი, ინდაურის ნაჭრები და დადგით დაბალ ცეცხლზე. წამოადუღეთ, კოვზით უწყვეტად ურიეთ და ადუღებიდან 5-7 წუთში დაუმატეთ ძმარი, გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ გასაციებლად. სუფრაზე მიტანისას თავზე მოასხით თავისივე ნიგვზის ზეთი.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!