
ინდაურის ფილე ვაშლის სოუსში — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ინდაურის ფილე დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად. ტაფაზე დაასხით მზესუმზირის ზეთი და გაახურეთ. დაალაგეთ ცხელ ტაფაზე ინდაურის ფილე და კარგად დაბრაწეთ. დაამატეთ ტომატპასტა და ცოტაოდენი წყალი ან ბულიონი. მოაყარეთ მარილი და შეაზავეთ იტალიური სანელებლებით. კარგად აურიეთ ტომატპასტა მარილთან, სანელებელთან, ხორცთან და წყალთან ერთად. დააფარეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე თითქმის მზადყოფნამდე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ვაშლი (უმჯობესია ტკბილი) გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბებად, დაუმატეთ ხორცს და შუშეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. ინდაური ვაშლის სოუსში მზადაა! გემრიელად მიირთვით ნებისმიერ გარნირთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!