
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
თბილ მაწონში ჩაყარეთ საკვები სოდა და კოვზით კარგად აურიეთ. დაინახავთ, როგორ დაიწყებს მასა აქაფებას და ბუშტუკების გამოყოფას (სოდისა და მაწვნის მჟავის რეაქცია). გააჩერეთ 7 წუთი. დიდ თასში გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მშრალი საფუარი, მარილი, შუაგულში გაუკეთეთ ორმო და ჩაასხით აქაფებული მაწვნის მასა. დაიწყეთ ცომის მოზელა ნაზი მოძრაობებით. ცომი უნდა გამოვიდეს მაქსიმალურად რბილი, ოდნავ წებოვანიც კი (ზედმეტი ფქვილის დამატება კატეგორიულად დაუშვებელია, რათა ხაჭაპური არ გამაგრდეს). როდესაც ჰომოგენურ მასას მიიღებთ, ნელ-ნელა, სამ ეტაპად დაასხით გამდნარი თბილი კარაქი და კვლავ მოზილეთ, სანამ ცომი კარაქს სრულად არ შეიწოვს. ეს ტექნიკა უზრუნველყოფს ცომის ნაზ სტრუქტურას გამოცხობის შემდეგ. ცომს გადააფარეთ საკვები ფირი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30-40 წუთით.
იმერული ჭყინტი ყველი ხელით კარგად დაფშვენით (ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე), შეურიეთ კვერცხი და 30 გრ რბილი კარაქი. შეკრული ყველის მასა გაყავით 4 ტოლ ნაწილად. დასვენებული და ოდნავ აფუებული ცომიც გაყავით 4 ტოლ ნაწილად. გუნდები ხელით ნაზად გააბრტყელეთ დაახლოებით 20 სმ დიამეტრის წრედ და ცენტრში მოათავსეთ ყველის მასა, ცომის კიდეები სათუთად ამოწიეთ ზემოთ, მოუკარით თავი ყველის გარშემო და ცენტრში მყარად შეკარით. გადააბრუნეთ ხაჭაპური ნაკერით ქვემოთ და ხელისგულებით, ცენტრიდან კიდეების მიმართულებით ნაზი დაწოლით, გააბრტყელეთ ხაჭაპური ტაფის ზომაზე. (ყველი შიგნიდან თანაბრად უნდა გადანაწილდეს კიდეებამდე). მოათავსეთ კარგად გახურებულ ტაფაზე და აცხვეთ საშუალო ცეცხლზე თითო მხრიდან დაახლოებით 3-4 წუთი. გადმოღებისთანავე ზედაპირს უხვად გადაუსვით კარაქი და გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!