
გუფთა არაჟნიან-ტომატიან სოუსში — რეცეპტი
ინგრედიენტები
10 პორციამომზადება
სოუსისთვის დაგჭირდებათ: 250 გ არაჟანი 10-15%-იანი, 500 მლ პომიდვრის პიურე (ან იმავე რაოდენობის პიურეს მდგომარეობამდე გაზავებული ტომატპასტა).
გაატარეთ ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და ნიორთან ერთად. დაამატეთ ბრინჯი, მარილი, პილპილი, ჩაახალეთ კვერცხიდა კარგად გადაზილეთ . ფარშისგან დაამზადეთ მცირე ზომის ბურთულები (დაახლოებით 20 ბურთულა რომ გამოგივიდეთ). მჭიდროდ ჩაალაგეთ გუფთები საცხობ ფორმაში ერთ ფენად. არაჟანი და პომიდორი გულდასმით შეურიეთ ერთმანეთს და სოუსი თანაბრად მოასხით ზემოდან. აცხვეთ 180°C ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!