
ბრეტონული ანტრეკოტი — რეცეპტი
ინგრედიენტები
3 პორციამომზადება
ძროხის ხორცი (სუკი) კარგად გარეცხეთ, დაჭერით 1 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად, მსუბუქად დაბეგვეთ, წაუსვით მარილი და პილპილი, მოასხით ზეთი და ნახევარი საათით დატოვეთ ლანგარზე. ამის შემდეგ მოათავსეთ ტაფაზე და შეწვით კარაქში ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერ, ხრაშუნა კანს არ გაიკეთებს. ამავე დროს ანტრეკოტი შიგნიდან ოდნავ ნედლი უნდა დარჩეს.
ნამდვილი ანტრეკოტი ბრეტონულად წარმოუდგენელია ეგრეთ წოდებული „მწვანე კარაქის“ გარეშე. მის მოსამზადებლად ძალიან წვრილად დაჭრილი პატარა ხახვისა და ოხრახუშის რამდენიმე ღერო უნდა გადაიზილოს კარაქთან და დაფქულ შავ პილპილთან ერთად. ეს მასა მოათავსეთ სასურველი ჭურჭლის ფსკერზე, ზემოდან მოაწყეთ ანტრეკოტი და თავდახურული 10 წუთით გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე. სუფრასთან მიტანისას ხორცს საკუთარი გამონადენი წვენი მოასხით და მიირთვით კარტოფილის პიურესთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!