გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯით
ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯით
ძირითადი კერძები

ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯით — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ეს ოჯახური კერძის რეცეპტია, თუმცა მოუხდება როგორც ყოველდღიურ სადილს, ისე სადღესასწაულო სუფრას.
90
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
624
კალორია
35
ცილა
33
ცხიმი
41
ნახ.
სულ 6 პორცია — 3744 კალორია · 210 ცილა · 198 ცხიმი · 246 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ქათამი1 კგ
ხახვი100 გრამი
ბრინჯი300 გრამი
კურკუმა1 ჩ/კ
წყალი700 მლ
სტაფილო2 ცალი
ნიორი2 კბილი
პაპრიკა1 ჩ/კ
მზესუმზირის ზეთი50 მლ
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

მთლიანი ქათამი გარეცხეთ, გაამშრალეთ და დაჭერით ულუფებად. სტაფილო გაფცქვენით და დაჭერით ჩხირებად. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ალყა-ალყა. მზესუმზირის რაფინირებულ ზეთში მოშუშეთ ხახვი და სტაფილო 5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე.

2

ბრინჯი გარეცხეთ, გაწურეთ და ჩაყარეთ საცხობ ფორმაში. ბრინჯზე მოალაგეთ შემწვარი ხახვი და სტაფილო იმ ზეთთან ერთად, რომელშიც ბოსტნეული შეიწვა. იქვე დაამატეთ დანაყილი ნივრის კბილი. მოააყარეთ მარილი და დაფქული შავი პილპილი.

3

მოაყარეთ დაფქული კურკუმა და პაპრიკა. აურიეთ ბრინჯი, ხახვი, სტაფილო და სანელებლები და ზემოდან დაალაგეთ ოდნა დამარილებული ქათმის ნაჭრები. დაასხით ადუღებული წყალი ისე, რომ ის ოდნავ ფარავდეს ხორცს.

4

საცხობ ფორმას დააფარეთ ფოლგა და მჭიდროდ შეკფუთეთ ნაპირები. გამოაცხვეთ ქათამი ბრინჯით წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ღუმელში გამომცხვარი ქათამი ბრინჯით მზადაა.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!