
ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი სიომგითა და ზედ მოსხმული არაჟნიან- ყველიანი სოუსით — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ჩერი პომიდორი გარეცხეთ, გაამშრალეთ და გაჭერით შუაზე. პრასი გარეცხეთ, გაასუფთავეთ, დაჭერით რგოლებად და ოდნავ მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. მოხარშული კარტოფილი დაჭერით ჩხირებად. სიომგას ფილე გარეცხეთ და დაჭერით თხლად. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუს ცელსიუსამდე. ზეთიანი პერგამენტით დაფარულ საცხობ ფორმაში მჭიდრო ფენად დაალაგეთ მომზადებული კარტოფილი.
შემდეგ მოალაგეთ პრასი, ორაგული და ოდნავ მოაყარეთ მარილი. ჩერი პომიდორი დაალაგეთ გაჭრილი მხარით ქვემოთ. კვერცხი ათქვიფეთ ნაღებთან ერთად და შეურიეთ გახეხილ ყველს, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. მიღებული ნაზავი მოასხით თევზსა და ბოსტნეულს და შედგით ნახევარი საათით ღუმელში. სუფრასთან მიტანამდე პორციული ნაჭრები ლამაზად დაალაგეთ თეფშებზე და სურვილისამებრ გააფორმეთ.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!