
ღორის ხორცის ბიფსტროგანოვი არაჟნის სოუსში — რეცეპტი
ინგრედიენტები
2 პორციამომზადება
ღორის ხორცი დაჭერით თხელ, მოგრძო ნაჭრებად. ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, გაახურეთ, გადაიტანეთ ხორცი ტაფაზე და მსუბუქად მობრაწეთ. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი და დაუმატეთ ხორცს. შემდეგ დაუმატეთ პილპილი და მარილი გემოვნებით. დროდადრო ურიეთ, იმ დრომდე ვიდრე ხახვი მსუბუქ ოქროსფერს არ მიიღებს.
წვრილად დაჭერით მწვანილი, არაჟანთან ერთად დაუმატეთ ღორის ხორცს. ასევე დაუმატეთ კარაქი და სანელებლები. სანელებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ. დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე, დააფარეთ თავსახური და შუშეთ 40-45 წუთის განმავლობაში. დასასრულს, კერძი გააფორმეთ მწვანილით. სუფრაზე მიტანა შეიძლება როგორც გარნირთან ერთად, ისე მის გარეშე.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!