
გამომცხვარი ინდაური ფორთოხლით და ნიორით — რეცეპტი
ინგრედიენტები
8 პორციამომზადება
დიდ ქვაბში ჩააყარეთ მარილი, შაქარი და დაასხით მდუღარე წყალი. დაამატეთ დარიჩინი, ქინძის თესლი და დაფნის ფოთოლი, კარგად აურიეთ, რომ შაქარი გადნეს. შემდეგ დაამატეთ ცივი წყალი. ხახვი დაჭერით რგოლებად და ჩააყარეთ მარილწყალში. სტაფილო დაჭერით თხელ რგოლებად და ისიც ჩაამატეთ მარილწყალში.
გარეცხეთ ინდაური და მოათავსეთ მარილწყალში 1-2 დღე-ღამით (ქვაბი შედგით მაცივარში ან გაიტანეთ სიცივეში, აივანზე). ამოიღეთ ინდაური მარილწყლიდან, გადაავლეთ წყალი და გაამშრალეთ ქაღალდის პირსახოცით. გარეცხეთ ფორთოხალი. მცირე ქვაბში აადუღეთ წყალი და მოათავსეთ მასში ფორთოხალი ორი წუთით, შემდეგ ამოიღეთ და ჩაარჭეთ მასში მიხაკის მარცვლები. დანით შუაზე, სიბრტყეზე გადაჭერით ნივრის მთლიანი თავი.
მოათავსეთ ნიორი და ფორთოხალი ინდაურის შიგნით, ამოაკერეთ მუცლის ღიობი კბილის ჩხირებით და დააფიქსირეთ. დარბილებული კარაქი მოათავსეთ მცირე ჯამში, ჩააყარეთ შავი პილპილი და გულდასმით აურიეთ. გაახურეთ ღუმელი 220°C-მდე. დააფინეთ საცხობ ფირფიტაზე ფოლგა ისე, რომ მასში ფრინველის გადახვევა იყოს შესაძლებელი. მოათავსეთ ინდაური საცხობ ფირფიტაზე და უხვად წაუსვით პილპილიანი კარაქი.
გადაახვიეთ ინდაური ფოლგაში. შედგით ღუმელში და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დაუწიეთ ტემპერატურას 180°C-მდე და აცხვეთ კიდევ 3-4 საათი (თუ ინდაური 6-7 კგ-ზე მეტს იწონის, დრო გაზარდეთ 6 საათამდე). დროის ნახევრის გასვლის შემდეგ გამოიღეთ ინდაური, გადახსენით ფოლგა, წაუსვით დარჩენილი პილპილიანი კარაქი, ისევ გადაახვიეთ ფოლგაში და დააბრუნეთ ღუმელში. გამოიღეთ ინდაური, მოხსენით ფოლგა, აუწიეთ ღუმელის ტემპერატურას 230°C-მდე და აცხვეთ კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში, რომ ინდაური კარგად დაიბრაწოს. გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!