
ძროხის სუკის მწვადი — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ძროხის სუკი გაასუფთავეთ აპკებისგან და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად (დაახლოებით 4x4 სმ). ხორცი მოათავსეთ თასში, დაუმატეთ ალყა-ალყა მსხვილად დაჭრილი ხახვი (ხელით მოსრისეთ, რომ წვენი გამოყოს), ზეთი, მარილი და შავი პილპილი. კარგად აურიეთ ხელით და გააჩერეთ მაცივარში 2-3 საათი.
შეწვამდე 1 საათით ადრე მოამზადეთ მაყალი, გაახურეთ ნაკვერჩხალი, წამოაცვით ხორცი შამფურებზე და შეწვით სუკი შამფურების მუდმივი ტრიალით დაახლოებით 12-15 წუთის განმავლობაში. ხორცი შიგნიდან უნდა დარჩეს წვნიანი და ვარდისფერი, გარედან კი კარგად დაიბრაწოს. უგემრიელესია....კახური შოთი ან თხელი ლავაში არ დაგავიწყდეთ!
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!