გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ძროხის ფარშის რულეტი
ძროხის ფარშის  რულეტი
ძირითადი კერძები

ძროხის ფარშის რულეტი — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ძროხის ფარშის რულეტი არის გემრიელი, ნოყიერი ხორცის კერძი, რომელსაც შიგთავსით ახვევენ და ღუმელში აცხობენ.
60
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
252
კალორია
23
ცილა
13
ცხიმი
8
ნახ.
სულ 6 პორცია — 1512 კალორია · 138 ცილა · 78 ცხიმი · 48 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ძროხის ფარში500 გრამი
სტაფილო1 ცალი
ხახვი1 ცალი
ქათმის კვერცხი4 ცალი
კარტოფილი2 ცალი
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ხახვი, კარტოფილი და სტაფილო. ძროხის ფარშს დაამატეთ 1 კვერცხი, მარილი, გატარებული ხახვი, კარტოფილი, სტაფილო და ყველაფერი კარგად მოზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2

მოხარშეთ 3 კვერცხი, გააციეთ და გაფცქვენით. საცხობ ქაღალდზე ოთხკუთხედად გაანაწილეთ ფარში და ზედ სიგრძივად მიყოლებით დაალაგეთ 3 მოხარშული კვერცხი (ერთმანეთზე მიბჯენით). შემდეგ საცხობი ქაღალდის მეშვეობით ფარშის ნაპირებით დაფარეთ კვერცხები ისე, რომ მიიღოთ რულეტი (დაახლოებით ისე, როგორც ამზადებენ სუშის როლებს).

3

მიღებული რულეტი გადაახვიეთ ფოლგაში, მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და გამოაცხეთ 180°-მდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. ამის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, მოხსენით ფოლგა ზემოდან და შედგით ღუმელში კიდევ 10-15 წუთით, რომ რულეტი შეიბრაწოს. გემრიელად მიირთვით.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!