
ძროხის ხორცის ბისტროგანოვი — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ძროხის ხორცი დაჭერით თხელ ფენებად და სამზარეულოს ჩაქუჩით ოდნავ დაბეგვეთ. შემდეგ ხორცი დაჭერით ძალიან თხელ მოგრძო ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ხახვი. წინასწარ მოამზადეთ არაჟანი, ტომატპასტა და ფქვილი. გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი, შემდეგ დაუმატეთ ხორცი და მობრაწეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში, თან მუდმივად ურიეთ, ხახვი რომ არ მიიწვას.
დაუმატეთ ფქვილი და მოშუშეთ კიდევ რამდენიმე წუთი. მუდმივად ურიეთ. დაუმატეთ არაჟანი და ყველაფერი ერთად მუდმივი მორევით შუშეთ დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ტომატპასტა, მარილი და პილპილი, აურიეთ და შუშეთ დაახლოებით 5 წუთი. კერძი მზად არის! სუფრაზე მიიტანეთ კარტოფილის პიურესთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!