
ბოცვრის წვნიანი ბოსტნეულით — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ბოცვერი კარგად გარეცხეთ, დჭერით ნაწილებათ და გადაიტანეთ ქვაბში. კარტოფილი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დაჭერით კუბებად და მოათავსეთ იმავე ქვაბში ბოცვრის ნაჭრებთან.ქვაბში ჩაასხით სუფთა ცივი წყალი, დადგით ქურაზე და მაღალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე (არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხდა). შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და ხარშეთ ბოცვერი და კარტოფილი. ხარშვის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთში ბულიონს დაამატეთ მარილი გემოვნებით. ხახვი გაასუფთავეთ, გაჭერით შუაზე და ერთი ნახევარი ჩაუშვით წვნიანში. ისევ მიიყვანეთ წვნიანი ადუღებამდე, დაუწიეთ ცეცხლს და გააგრძელეთ ხარშვა კიდევ 10 წუთი.
სანამ ბოცვერი იხარშება, მოამზადეთ სტაფილო: გაასუფთავეთ, დაჭერით თხელ რგოლებად და სპეციალური დგუშის მეშვეობით გამოჭერით ვარსკვლავები ან ყვავილები. თუ ასეთი დგუში არ გაქვთ, გამოიყენეთ ნებისმიერი სხვა ფორმა (მაგალითად, ორცხობილას მცირე ფორმა) ან უბრალოდ დაჭერით სტაფილო რომბებად, სამკუთხედებად ან კვადრატებად. სტაფილო ჩააყარეთ წვნიანში, საიდანაც წინასწარ ამოიღეთ ხახვის ნახევარი (ის აღარ დაგჭირდებათ).
წვნიანში დაამატეთ ბარდა (გაყინული, ახალი ან დაკონსერვებული). მიიყვანეთ წვნიანი ადუღებამდე და ხარშეთ ყველა ინგრედიენტის სრულ მომზადებამდე (კიდევ დაახლოებით 10 წუთი დაბალ ცეცხლზე). ხარშვის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე თითქმის მზა წვნიანს დაამატეთ დაფნის ფოთოლი, დაჭრილი კამა და პილპილი გემოვნებით. გადმოდგით ქვაბი ქურიდან. ბოცვრის წვნიანი ბოსტნეულით მზადაა! გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!