გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ბოცვრის დიეტური რულეტი ბოსტნეულით
ბოცვრის დიეტური რულეტი ბოსტნეულით
ძირითადი კერძები

ბოცვრის დიეტური რულეტი ბოსტნეულით — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
მოამზადეთ ბოცვრის ხორცის გემრიელი და სასარგებლო რულეტი სტაფილოთი, ტკბილი წიწაკითა და მწვანე ბარდით.
60
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
313
კალორია
29
ცილა
15
ცხიმი
13
ნახ.
სულ 6 პორცია — 1878 კალორია · 174 ცილა · 90 ცხიმი · 78 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ბოცვერის ხორცი700 გრამი
სტაფილო2 ცალი
ნიორი1 კბილი
ქათმის კვერცხი2 ცალი
მწვანე ბარდა100 გრამი
ხახვი1 ცალი
წითელი ბულგარული წიწაკა1 ცალი
კარტოფილის სახამებელი2 ს/კ
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

ბოცვრის ხორცს მოაშორეთ ძვლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გაყინული მწვანე ბარდა მოწალეთ მარილიან ადუღებულ წყალში 2 წუთის განმავლობაში და მაშინვე გადაიტანეთ ყინულიან წყალში, ერთი წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ხოლო ბარდა გადაიტანეთ თასში ბოცვრის ფარშთან.

2

სტაფილო გაასუფთავეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ ფარშს და იქვე დაამატეთ ხორცსაკეპში გატარებული თავი ხახვი და ნიორი. ტკბილი ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, მოაცილეთ შიდა ტიხრები თესლთან ერთად, ხოლო რბილობი დაჭერით პატარა კუბებად და დაამატეთ თასში დანარჩენ ინგრედიენტებს.

3

ინგრედიენტებიან თასში ჩაახალეთ ქათმის ორი კვერცხი, მოაყარეთ კარტოფილის სახამებელი, დაამატეთ მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით. მიღებული მასა გულდასმით აურიეთ, რომ ფარში ერთგვაროვანი გამოვიდეს.

4

საცხობ სახელოს შიგნიდან წაუსვით მზესუმზირის რაფინირებული ზეთი და გადაიტანეთ მასში მომზადებული ფარში. ფარშს მიეცით პურის (ბატონის) ფორმა და კიდეები მჭიდროდ შეუკარით (კანფეტის მსგავსად). საიმედოობისთვის რულეტი მოათავსეთ კიდევ ერთ პოლიეთილენის პარკში და მასაც შეუკარით პირი.

5

დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაუშვით რულეტი ადუღებულ წყალში და ხარშეთ 30-40 წუთის განმავლობაში (პერიოდულად გადააბრუნეთ ერთი მხრიდან მეორეზე). მზა რულეტი ამოიღეთ ქვაბიდან, გააგრილეთ და გაათავისუფლეთ გარსისგან. ბოცვრის დიეტური რულეტი ბოსტნეულით მზადაა! დაჭერით ნაჭრებად და მიირთვით თბილ ან გაგრილებულ მდგომარეობაში.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!