გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ბოცვერი არაჟნის სოუსში
ბოცვერი არაჟნის სოუსში
ძირითადი კერძები

ბოცვერი არაჟნის სოუსში — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ასე მომზადებული ბოცვერი გამოდის სასწაულად ნაზი და გემრიელი, სცადეთ თქვენც.
90
წთ
8
პორცია
1 პორციაზე
358
კალორია
29
ცილა
24
ცხიმი
7
ნახ.
სულ 8 პორცია — 2864 კალორია · 232 ცილა · 192 ცხიმი · 56 ნახ.

ინგრედიენტები

8 პორცია
ბოცვერის ხორცი1 კგ
ხახვი1 ცალი
მზესუმზირის ზეთი2 ს/კ
წყალი250 მლ
ხორბლის ფქვილი3 ს/კ
არაჟანი 20%250 გრამი
ნიორი1 კბილი
სტაფილო1 ცალი
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

ამ კერძის მოსამზადებლად ბოცვრის ხორცი გარეცხეთ და დაჭერით სასურველ ნაჭრებად, თითოეულ ნაჭერს კარგად შეაზილეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. თასში ჩაყარეთ ფქვილი და ხორცის ყველა ნაჭერი კარგად ამოავლეთ მასში. ტაფაზე გააცხელეთ მზესუმზირის ზეთი, მაღალ ცეცხლზე შებრაწეთ ბოცვრის ნაჭრები და გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში.

2

სტაფილო გარეცხეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით პატარა კუბებად. ხახვიც გაფცქვენით და დაჭერით ალყა-ალყა. იმავე ტაფაში სადაც ბოცვერი იწვებოდა, მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, თან დროდადრო ურიეთ, სანამ ხახვი არ კარამელიზირდება. დაამატეთ არაჟანი და ცხელი წყალი, გადაურიეთ და მიიყვანეთ სოუსი ადუღებამდე. ადუღეთ 2 წუთი და გადადგით ტაფა ქურიდან.

3

სტაფილოს, ხახვისა და არაჟნის სოუსი გადაიტანეთ ქვაბში, სადაც მანამდე შემწვარი ბოცვვრის ხორცი ჩააწყვეთ, შემოდგით ქურაზე და სოუსის ადუღების შემდეგ შუშეთ თავდახურული, დაბალ ცეცხლზე, 45 წუთის განმავლობაში, ან მანამდე, სანამ ბოცვრის ხორცი არ გახდება რბილი და ნაზი. მზადყოფნამდე ერთი წუთით ადრე კერძს დაამატეთ დანაყილი ნიორი, პიკანტური გემოსა და არომატისათვის და ბოცვერი არაჟანში მზად არის.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!