
ინგრედიენტები
10 პორციამომზადება
ბატკნის ხორცი დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად. ხახვი დაჭერით ალყა-ალყად. სქელძირიან ქვაბში (სასურველია თუჯის) ჩააწყვეთ ხორცი და საკუთარ ცხიმში დაიწყეთ შეწვა საშუალო ცეცხლზე. თუ ხორცი ზედმეტად მჭლე იქნება გემოვნების მიხედვით დაუმატეთ ცხიმი (ზეთი, ერბო, კარაქი). როცა ხორცი წვენს შეიშრობს და ოდნავ შეიბრაწება, დაუმატეთ ხახვი, დაფნის ფოთოლი და შუშეთ ერთად, სანამ ხახვი არ დარბილდება და კარამელიზებას არ დაიწყებს.
დაასხით თეთრი ღვინო, დააფარეთ მჭიდრო თავსახური, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და აცალეთ ხორცს ნებიერად შუშვა საკუთარ ორთქლში (დაახლოებით 35-40 წუთი)...ღვინო მთლიანად უნდა ამოშრეს. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ მარილი, წვრილად დაჭრილი მწვანე წიწაკა, პილპილი, კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!