
ინგრედიენტები
10 პორციამომზადება
ბატკნის ხორცი კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ საწურზე, რომ ზედმეტი წყლისგან დაიწრიტო და შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. გაარჩიეთ ტარხუნა – მოაცალეთ მხოლოდ ნაზი ფოთლები და ყლორტები, ხოლო უხეში ღეროები გადაყარეთ. დაჭერით ყველა მწვანილი (ტარხუნა, მწვანე ხახვი, წიწმატი, ქინძი) და მწვანე ნიორი საშუალო ზომაზე(დაახლოებით 1.5-2 სანტიმენტრის სიგრძეზე), არ დაკეპოთ ზედმეტად წვრილად. აურიეთ დაჭრილი მწვანილები ერთ დიდ ჯამში, რათა მასა თანაბრად გადანაწილდეს. რგოლებად დაჭერით მწვანე ცხარე წიწაკა. თუ ნაკლებად ცხარე კერძი გსურთ, თესლები გამოაცალეთ.
შეარჩიეთ დიდი, სქელძირიანი ქვაბი (სასურველია თუჯის), სადაც 3 კგ ხორცი და დიდი რაოდენობით მწვანილი თავისუფლად ჩაეტევა. ქვაბის ფსკერზე დააფინეთ დაჭრილი მწვანილის ნაზავის პირველი ფენა. ზემოდან დააწყვეთ ხორცის ნაწილი (ისე, რომ მწვანილი დაფაროს). მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და დაჭრილი მწვანე წიწაკა. მოაბნიეთ მწვანე ტყემლის ნაწილი (კურკიანად). გაიმეორეთ პროცესი ფენებად: კვლავ მოაყარეთ მწვანილი, შემდეგ ხორცი, მარილი, წიწაკა, ტყემალი. ბოლო, ზედა ფენა აუცილებლად დიდი რაოდენობით მწვანილის უნდა იყოს, რომელიც ხორცს სრულად დაფარავს.
ქვაბში ჩაასხით თეთრი მშრალი ღვინო, დადგით ქვაბი ძლიერ ცეცხლზე თავსახურის გარეშე. როდესაც სითხე ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს, მინიმუმამდე დააფარეთ თავსახური და ასე ადუღეთ ნელ ცეცხლზე. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში კერძს არ ამოურიოთ, ფენები თავისით ჩაიწევს და არომატები ერთმანეთს შეერევა. 1 საათის შემდეგ შეამოწმეთ ხორცის მზაობა. ბატკნის ხორცი იმდენად რბილი უნდა იყოს, რომ ძვალს მარტივად ცილდებოდეს. თუ ხორცი ჯერ კიდევ მკვრივია, დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 15-20 წუთით. გასინჯეთ წვენი სიმჟავესა და მარილზე. თუ სიმჟავე აკლია, შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ რამდენიმე ტყემალი, ხოლო თუ მარილი აკლია – დაამატეთ. როგორც კი ხორცი მზად იქნება, გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ ქვაბი თავდახურული 10-15 წუთით, რათა არომატები საბოლოოდ გაუჯდეს ერთმანეთს. გემრიელად მიირთვით და რაც მთავარია კახური შოთი არ დაგავიწყდეთ!
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!