გადასვლა მთავარ შინაარსზე
ბაგეტი
ცომეულისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

ბაგეტი — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ფრანგულმა ბაგეტმა დიდი ხანია მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა და ჩვენთანაც კარგადაა ცნობილი. ბაგეტი მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ სახლშიც. სახლური, ახლად გამ
75
წთ
8
პორცია
1 პორციაზე
216
კალორია
7
ცილა
5
ცხიმი
35
ნახ.
სულ 8 პორცია — 1728 კალორია · 56 ცილა · 40 ცხიმი · 280 ნახ.

ინგრედიენტები

8 პორცია
წყალი250 მლ
შაქარი1 ს/კ
მარილი1 ჩ/კ
მშრალი საფუარი8 გრამი
ხორბლის ფქვილი450 გრამი
მზესუმზირის ზეთი2 ს/კ

მომზადება

1

მცირე თასში ჩაასხით თბილი (დაახლოებით 38°C) წყალი. ჩააყარეთ სწრაფმოქმედი საფუარი, დაამატეთ შაქარი, ცოტაოდენი ფქვილი, აურიეთ და დადგით თბილ ადგილას 10-15 წუთით. ამ დროის განმავლობაში საფუარი უნდა ამოქმედდეს და მომზადებული ცომის ხაში მოცულობაში გაიზარდოს. როდესაც ზედაპირზე გაჩნდება ბუშტუკები, გადაიტანეთ ღრმა თასში და დაამატეთ გაცრილი ფქვილი. ცოტაოდენი ფქვილი დატოვეთ საცხობი ფორმისა და ბაგეტისათვის მოსაყრელად. დაამატეთ მარილი და დაიწყეთ ცომის მოზელა. როდესაც ფქვილს სითხეში სრულად შეურევთ, დაამატეთ ზეთი. ამის შემდეგ შეგიძლიათ ცომი კარგად მოზილოთ მაგიდაზე. შემდეგ ცომისგან ჩამოაყალიბეთ გუნდა, გადაიტანეთ თასში, დააფარეთ სამზარეულოს პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას ცომის ამოსასვლელად.

2

ამ დროის განმავლობაში ცომი შესამჩნევად გაიზარდება მოცულობაში. ამოფუებული ცომისგან ჩამოაყალიბეთ ბაგეტი. გადაიტანეთ იგი ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე, დაასვენეთ 15 წუთით, შემდეგ თვითონ ბაგეტსაც მსუბუქად მოაყარეთ ფქვილი. ბაგეტი მთელ სიგრძეზე ირიბად დასერეთ ბასრი დანით. შექმენით ღუმელში ორთქლის აბაზანა: ამისათვის გაახურეთ იგი 200°C-მდე, ღუმელის ფსკერზე დადგით ცეცხლგამძლე ჭურჭელი ადუღებული წყლით, კედლებსაც მოაპკურეთ წყალი და მაშინვე მოათავსეთ მასში საცხობი ფორმა ბაგეტით. აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში დაბრაწული ქერქის მიღებამდე. ჩვენი ბაგეტი მზადაა. გემრიელად მიირთვით.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!