გადასვლა მთავარ შინაარსზე
აფხაზურა
ძირითადი კერძებიმეგრული

აფხაზურა — რეცეპტი

ავტორი:აგუნას ზედაშე
აფხაზურა - განსაკუთრებული წვნიანობითა და პიკანტური, არომატული გემოთი.
90
წთ
12
პორცია
1 პორციაზე
346
კალორია
19
ცილა
35
ცხიმი
3
ნახ.
სულ 12 პორცია — 4152 კალორია · 228 ცილა · 420 ცხიმი · 36 ნახ.

ინგრედიენტები

12 პორცია
ძროხის ხორცი600 გრამი
ღორის ხორცი600 გრამი
ბადე ქონი3 ცალი
ხახვი2 ცალი
ნიორი4 კბილი
ქონდარი ხმელი1 ჩ/კ
ქინძი დაფქული1 ჩ/კ
უცხო სუნელი1 ჩ/კ
წითელი წიწაკა დაფქულიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით
მარილიგემოვნებით
ბროწეული100 გრამი

მომზადება

1

საქონლისა და ღორის ხორცი ხახვთან და ნიორთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ფარშს დაუმატეთ ხმელი ქონდარი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, პილპილი და მარილი. ხელით კარგად მოზილეთ ფარში, და თან და თან დაუმატეთ 50 მლ ცივი წყალი, რათა მასა წვნიანი და ერთგვაროვანი გახდეს. ბოლოს შეურიეთ ბროწეულის მარცვლები.

2

ბადექონი კარგად გარეცხეთ თბილ წყალში და დაჭერით დაახლოებით 15x15 სმ ზომის კვადრატებად. ფარშისგან ჩამოაყალიბეთ მოგრძო ფორმის კოტლეტები, თითოეული მჭიდროდ შეახვიეთ ბადექონში და ბოლოები კარგად შეუკეცეთ.

3

ბადექონი კარგად გარეცხეთ თბილ წყალში და დაჭერით დაახლოებით 15x15 სმ ზომის კვადრატებად. ფარშისგან ჩამოაყალიბეთ მოგრძო ფორმის კოტლეტები, თითოეული მჭიდროდ შეახვიეთ ბადექონში და ბოლოები კარგად შეუკეცეთ.

4

აფხაზურები დააწყვეთ სქელძირიან ტაფაზე და შეწვით საშუალო ცეცხლზე (დამატებითი ცხიმი არ სჭირდება, ბადექონი თავად გამოყოფს), პერიოდულად ატრიალეთ, სანამ ყველა მხრიდან ოქროსფრად არ დაიბრაწება (დაახლოებით 20-25 წუთი). სუფრასთან მიტანისას დამატებით მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. მიირთვით ცხელი.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!