გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / სალათები / ახალი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი
ახალი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი
სალათებისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

ახალი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი — რეცეპტი

ავტორი:ლელიკო
ახალი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი არის მსუბუქი, ხრაშუნა და ვიტამინებით მდიდარი კერძი.
80
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
236
კალორია
3
ცილა
18
ცხიმი
14
ნახ.
სულ 4 პორცია — 944 კალორია · 12 ცილა · 72 ცხიმი · 56 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
კომბოსტო600 გრამი
სტაფილო200 გრამი
მზესუმზირის ზეთი80 მლ
შაქარი1 ჩ/კ
ვაშლის ძმარი80 მლ
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

კომბოსტო უმჯობესია ახალი აიღოთ: მისგან სალათი ძველთან შედარებით ბევრად გემრიელი გამოვა. დაჭერით (დაქუცმაცეთ), ამოჭერით გული ან გახეხეთ სპეციალურ სახეხზე. გადაიტანეთ კომბოსტო ჯამში. მოაყარეთ მარილი და ხელით მსუბუქად დაზილეთ, რომ ოდნავ მაინც გამოუშვას წვენი. გააჩერეთ 10 წუთით. ამ დროის განმავლობაში წვენი კიდევ უფრო მეტი იქნება.

2

ახლა კომბოსტო ცოტა უნდა შეათბოთ. ამის გაკეთება სხვადასხვანაირად შეიძლება. მაგალითად, კომბოსტოიანი ჯამი მდუღარე წყლიანი ქვაბის თავზე დგას, ან მიკროტალღურ ღუმელში. კომბოსტო ისე უნდა გათბეს, რომ შიგნით თითის ჩაყოფა და სასიამოვნო სითბოს შეგრძნება თავისუფლად შეგეძლოთ. ჩაასხით კომბოსტოში ძმარი და მოურიეთ.

3

სტაფილო გაასუფთავეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაუმატეთ კომბოსტოს. მოაყარეთ შაქარი და მოურიეთ. შედგით მაცივარში ერთი ან ერთ ნახევარი საათით. გადმოიღეთ კომბოსტო სალათის ჯამში (ზედმეტი სითხე შეგიძლიათ მსუბუქად გადაწუროთ). დაუმატეთ მცენარეული ზეთი, და მოურიეთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ცოტა პილპილიც მოაყაროთ.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბერძნული სალათი ავოკადოთი
ბერძნული სალათი ავოკადოთი
ბერძნული სალათის კლასიკური რეცეპტი ყველასთვის ცნობილია. დაამატეთ მასში ავოკადო — და მიიღებთ ამ ცნობილი სალათის ახალ ვერსიას.
სამეფო ოლივიე
სამეფო ოლივიე
მოვამზადოთ მეფური ოლივიე.
ქათმის სალათი სოკოთი
ქათმის სალათი სოკოთი
ძალიან იოლი მოსამზადებელი და საოცრად გემრიელი.
სალათი "ვინეგრეტი" მჟავე კომბოსტოთი
სალათი "ვინეგრეტი" მჟავე კომბოსტოთი
ვინეგრეტი შესანიშნავი, უნივერსალური კერძია. იგი სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს და სამარხვო, ყოველდღიურ მენიუსაც გააფერადებს. გემრიელია და იაფი.
თბილი სალათი ბადრიჯანითა და მწვანე ლობიოთი
თბილი სალათი ბადრიჯანითა და მწვანე ლობიოთი
ვიტამინებით სავსე, პიკანტური, საზაფხულო სალათი ნედლი პომიდვრით, მწვანე ლობიოთი და თბილი, ნაზი ბადრიჯნით — ეს საოცრად გემრიელი და სასარგებლოა.
თბილი სალათი ბეკონით და სოკოთი
თბილი სალათი ბეკონით და სოკოთი
თბილი სალათი ბეკონით და სოკოთი საუკეთესო არჩევანია დღის რაციონისთვის.
ვინეგრეტი
ვინეგრეტი
მსუბუქი და გემრიელი სალათია
კვერცხისა და კარტოფილის სალათი
კვერცხისა და კარტოფილის სალათი
კვერცხისა და კარტოფილის სალათი ზაფხულის ცხელ დღეებში საუკეთესო არჩევანია.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!