
ზარმაცი ხაჭაპური აეროგრილში — რეცეპტი
ინგრედიენტები
2 პორციამომზადება
ჯამში ჩაასხით თბილი რძე, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით ან სათქვეფით. ცალკე გაცერით ფქვილი და დაუმეტეთ გამაფხვიერებელი, შემდეგ კი ნელ-ნელა შეურიეთ სითხეს და მოზილეთ რბილი ცომი. ორივე სახეობის ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. შეურიეთ გახეხილი ყველი ცომს, კარგად აურიეთ და მსუბუქად გადაზილეთ. მიღებულ ცომს დააფარეთ და გააჩერეთ 15–20 წუთით ოთახის ტემპერატურაზე.
გაყავით ცომი ორ თანაბარ ნაწილად. ფქვილმოყრილ ზედაპირზე თითოეული ნაწილი პატარა ლავაშად გააბრტყელეთ. აეროგრილის ჯამში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი და მასში მომზადებული ნაწილი ჩადეთ. ჩართეთ აეროგრილი „პიცის“ რეჟიმზე და აცხვეთ ხაჭაპური 15 წუთის განმავლობაში (ალტერნატიულად: დააყენეთ 200°C ტემპერატურაზე და აცხვეთ 12 წუთი). მზა ხაჭაპური გადაიტანეთ ლანგარზე და ცხელსვე წაუსვით კარაქის ნაჭერი. ზუსტად ანალოგიურად გამოაცხვეთ მეორე ხაჭაპურიც.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!