გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / უზბეკური ფლავი
უზბეკური ფლავი
ძირითადი კერძები

უზბეკური ფლავი — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ეს კულინარიული ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია.
60
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
525
კალორია
24
ცილა
19
ცხიმი
65
ნახ.
სულ 6 პორცია — 3150 კალორია · 144 ცილა · 114 ცხიმი · 390 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ძროხის ხორცი500 გრამი
ბრინჯი500 გრამი
წყალი500 მლ
სტაფილო100 გრამი
ხახვი150 გრამი
ცხარე წიწაკა დაფქული8 გრამი
ძირა5 გრამი
მზესუმზირის ზეთი100 მლ
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

გაფცქვენით ბოსტნეული: ორ-ორი სტაფილო და ხახვი, ხოლო ნივრის თავს მხოლოდ ზედა ფენა მოაცილეთ. ბრინჯი კარგად გარეცხეთ და დაალბეთ თბილ წყალში და დატოვეთ წყალში ფლავში დამატების მომენტამდე. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.

2

კუბებად დაჭერით კარგი, ცხიმიანი ძროხის ხორცი. ღრმა ტაფაში გახურებულ ზეთში, მუდმივი რევით, კარგად მოშუშეთ ხახვი. დაამატეთ ხორცი და შუშეთ მუდმივი რევით დაახლოებით 5 წუთი. სტაფილო დაჭერით ჩხირებად, გადააანაწილეთ ხორცზე თანაბარ ფენად, დაახლოებით 3 წუთის შემდეგ აურიეთ და განაგრძეთ შეწვა. დაამატეთ ძირა და სანელებლები სურვილისამებრ.

3

დაამატეთ ნივრის მთლიანი თავი და 2 ცალი პატარა ან ერთი დიდი ცხარე წიწაკა. დაასხით ყველაფერს მდუღარე წყალი ისე, რომ 1-1.5 სმ-ით დაფაროს ინგრედიენტები და მოაყარეთ მარილი გემოვნებით. ადუღების შემდეგ ხარშეთ დაახლოებით 40 წუთი საშუალო ცეცხლზე.

4

ამის შემდეგ თანაბარ ფენად მოაბნიეთ წყალში დამბალი და გადაწურული ბრინჯი და მოასხით დაახლოებით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. უმჯობესია მთელი წყალი ერთიანად არ დაასხათ, დამატება მოგვიანებითაც შეიძლება, ხოლო თუ ზედმეტი მოგივათ — გამოსწორება გაჭირდება. ამზადეთ საშუალო ცეცხლზე, მანამ სანამ ბრინჯი არ მოიხარშება და წყალი მთლიანად არ შეიწოვება. ამის შემდედ მჭიდროდ დააფარეთ ტაფას თავსახური, გადადგით ქურიდან და დატოვეთ კერძი ამ მდგომარეობაში 25 წუთით რათა ბრინჯი ფანტელა გახდეს.

5

ფლავი მზადაა. ფრთხილი შენჯღრევით აურიეთ, ამოიღეთ ნიორი და ცხარე წიწაკა თეფშზე. ფლავი გორაკისებურად გადაიტანეთ დიდ ლანგარზე.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!