გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ცომეული / ცხვრის ხორცის ღვეზელი
ცხვრის ხორცის ღვეზელი
ცომეული

ცხვრის ხორცის ღვეზელი — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ცხვრის ხორცის ღვეზელი არის ტრადიციული, ნოყიერი გამომცხვარი კერძი. იგი შედგება გემრიელი შიგთავსისა და ხრაშუნა ცომისგან.
90
წთ
8
პორცია
1 პორციაზე
508
კალორია
20
ცილა
37
ცხიმი
24
ნახ.
სულ 8 პორცია — 4064 კალორია · 160 ცილა · 296 ცხიმი · 192 ნახ.

ინგრედიენტები

8 პორცია
ცხვრის ფარში600 გრამი
კომბოსტო ყვავილოვანი300 გრამი
ხახვი2 ცალი
მზესუმზირის ზეთი2 ს/კ
კურკუმა დაფქული0.5 ჩ/კ
ძირა1 ჩ/კ
შტოში100 გრამი
იოგურტი 2%250 მლ
ნიორი4 კბილი
ნიახური10 გრამი
დარიჩინი5 გრამი
ფენოვანი ცომი300 გრამი
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

დიდ ტაფაში დაბალ ცეცხლზე გაახურეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ დაჭრილი ნიორი, ხახვი და ნიახური კურკუმასთან, დარიჩინთან და ძირასთან ერთად 10-15 წუთის განმავლობაში ბოსტნეულის დარბილებამდე, ისე რომ არ დაბრაწოთ. გადაიტანეთ ჯამში და გადადეთ.

2

ტაფაში მოათავსეთ ცხვრის ფარში, ოდნავ მოუმატეთ ცეცხლს და შეწვით რამდენიმე წუთის განმავლობაში სანამ კარგად არ დაიბრაწება (თან ურიეთ რომ შეკრული მასა არ გამოგივიდეთ). ტაფაში დააბრუნეთ მოშუშული ბოსტნეული, დაუმატეთ ხმელი შტოში, ყვავილოვანი კომბოსტო და ჩაასხით 200 მლ წყალი. შუშეთ 10-15 წუთი, სანამ მთელი სითხე არ დაშრება და ყვავილოვანი კომბოსტოც არ მომზადდება. გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ მარილი გემოვნებით და შეურიეთ იოგურტი. დატოვეთ ასე და გააგრილეთ.

3

ამოიღეთ ცომი შეფუთვიდან, გაშალეთ ერთი ფურცელი და დააფინეთ 30 სმ დიამეტრის ნამცხვრის ფორმის ძირზე ისე, რომ ცომი გვერდებზე გადმოეკიდოს. წაუსვით ზეითუნის ზეთი. ასეთივე წესით დაალაგეთ ცომის ყველა ფურცელი ერთმანეთზე — თითოეულს წაუსვით ზეთი და კიდეები გადმოკიდებული დატოვეთ. იმუშავეთ სწრაფად.

4

ცომზე მოათავსეთ მომზადებული ხორციანი შიგთავსი, გადააფარეთ ცომის კიდეები, ოდნავ წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ძირას თესლი. აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში ოქროსფერი იერის მიღებამდე. გარნირად მშვენივრად გამოდგება მწვანე სალათი.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!