გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ცხვრის ქაბაბი მაყალზე
ცხვრის ქაბაბი მაყალზე
ძირითადი კერძები

ცხვრის ქაბაბი მაყალზე — რეცეპტი

ავტორი:აგუნას ზედაშე
სცადეთ, აუცილებლად გამოგივათ..
50
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
1811
კალორია
1
ცილა
200
ცხიმი
3
ნახ.
სულ 6 პორცია — 10866 კალორია · 6 ცილა · 1200 ცხიმი · 18 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ცხვრის ხორცი1000 გრამი
ცხვრის ქონი200 გრამი
ხახვი2 ცალი
კოწახურის მარცვალი2 ჩ/კ
ძირა დაფქული1 ჩ/კ
დაფქული შავი პილპილი0.5 ჩ/კ
წითელი წიწაკა დაფქული0,5 ჩ/კ
წყალი100 მლ
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

კარგად გარეცხილი ცხვრის ხორცი, დუმა და ხახვი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში წვრილ ბადეზე, ორჯერ, რათა მიიღოთ სრულიად ერთგვაროვანი, ნაზი სტრუქტურა. მიღებულ ფარშს დაუმატეთ დაფქული ძირა, ხმელი კოწახურის მარცვლები, დაფქული შავი პილპილი, წითელი წიწაკა და მარილი. ნელ-ნელა დაასხით ყინულიანი ცივი წყალი და ხელით დაიწყეთ ფარშის ენერგიული მოზელა. მთავარი ასპექტი ფარში რომ არ ჩამოგიცვივდეთ შამფურიდან: ფარში უნდა მოზილოთ და ძლიერად ანარცხოთ თასში მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, სანამ ხორცის მასა არ გახდება მკვრივი, პლასტიკური და წებოვანი. ამის შემდეგ შეინახეთ ფარში მაცივარში 1 საათით.

2

ამასობაში გექნებათ დრო, რომ ცეცხლი დაანთოთ და ნაკვერჩხალი მოამზადოთ ქაბაბის შესაწვავად.

3

სანამ ნაკვერჩხალი მზად იქნება, 15 წუთით ადრე გამოიღეთ ფარში მაცივრიდან და შეუდექით ქაბაბების ფორმირებას. სველი ხელებით (ყოველ ჯერზე დაისველეთ ხელები ცივ წყალში) ფარში მჭიდროდ შემოაკარით განიერ შამფურებს, თანაბრად გაანაწილეთ და ბოლოები საიმედოდ დააფიქსირეთ. შებრაწეთ კარგად მომზადებულ, ძლიერ ნაკვერჩხალზე ხშირი ტრიალით 10-12 წუთი. მიართვით ლავაშში გადახვეული...

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!