
ინგრედიენტები
1 პორციამომზადება
ბრინჯი კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, სანამ წყალი თითქმის გამჭვირვალე არ გახდება. გადაიტანეთ გარეცხილი ბრინჯი ღრმა ჯამში (ისეთ ჯამში რომელიც გამოგადგებათ მიკროტალღურ ღუმელში შედგათ).
ბრინჯიან ჯამში ჩაასხით ცხელი წყალი და მცენარეული ზეთი. მოაყარეთ მარილი. აურიეთ. დააფარეთ ჯამს თავსახური (ან მჭიდროდ გადააკარით საკვები ცელოფანი, რომელშიც კბილის ჩხირით 2-3 ადგილას გააკეთებთ პატარა ნახვრეტებს ორთქლის გამოსასვლელად). მოამზადეთ მიკროტალღურ ღუმელში 800-1000 ვტ სიმძლავრეზე 6-8 წუთის განმავლობაში.
გამოიღეთ ბრინჯიანი ჯამი მიკროტალღური ღუმელიდან. თავსახურის ახდის გარეშე დააცადეთ ბრინჯს 10-15 წუთი გაჩერება. ამ დროის განმავლობაში ის შეიწოვს დარჩენილ სითხეს. სანამ ბრინჯი „ისვენებს“, მოამზადეთ დანამატები, რომლებიც მზა ბურღულს უფრო მადისაღმძვრელსა და გემრიელს გახდის. დაჭერით სოკო ნაჭრებად. გარეცხეთ, წვრილად დაჭერით ოხრახუში. ჯერ კიდევ თბილ, ფანტელა ბრინჯს დაამატეთ სოკო, ბარდა და მწვანილი. ფრთხილად აურიეთ ჩანგლით. გასინჯეთ და საჭიროებისამებრ დაამატეთ მარილი. კერძი მზადაა.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!