გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ჩინურად მოშუშული ბრინჯი მწვანე ლობიოთი, ბარდითა და სიმინდით
ჩინურად მოშუშული ბრინჯი მწვანე ლობიოთი, ბარდითა და სიმინდით
ძირითადი კერძებივეგეტარიანული

ჩინურად მოშუშული ბრინჯი მწვანე ლობიოთი, ბარდითა და სიმინდით — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
ჩინურად მოშუშული ბრინჯი ბოსტნეულით არის სწრაფი, ნოყიერი და არომატული აზიური კერძი.
60
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
283
კალორია
9
ცილა
13
ცხიმი
33
ნახ.
სულ 6 პორცია — 1698 კალორია · 54 ცილა · 78 ცხიმი · 198 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ბრინჯი200 გრამი
ბოსტნეულის ბულიონი1 ცალი
მწვანე ბარდა100 გრამი
მწვანე ბულგარული წიწაკა100 გრამი
დაკონსერვებული სიმინდი50 გრამი
ნაღების კარაქი 82.5%20 გრამი
ზეითუნის ზეთი30 გრამი
მწვანე ლობიო100 გრამი
წყალი1 ჭიქა
სტაფილო1 ცალი
ქათმის კვერცხი2 ცალი
სოიოს სოუსი50 მლ
სეზამის თესლი20 გრამი
დაფქული ხმელი ნიორი5 გრამი
პაპრიკა5 გრამი
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

მოხარშეთ ბრინჯი, ცალკე გაახურეთ ტაფა, დაასხით ცოტა ზეითუნის ზეთი, აიღეთ გაყინული ბოსტნეულის შეკვრა და ჩაყარეთ ტაფაში. იდეალურად გამოდგება ბოსტნეულის მექსიკური ნარევი. შუშეთ ორიოდე წუთი. დაამატეთ ბულიონის ერთი კუბიკი, მარილი და შავი პილპილი. დაასხით ჭიქა ადუღებული წყალი, აურიეთ და შუშეთ სითხის დაშრობამდე.

2

როდესაც წყალი დააშრება, ბოსტნეული გადაწიეთ ტაფის ნახევარზე, მეორე ნახევარზე დაამატეთ ათქვეფილი ორი კვერცხი და ურიეთ, რომ კვერცხი ერთ ფენად არ შეიკრას. როგორც კი კვერცხი მიიღებს ერბო-კვერცხის კონსისტენციას, შეურიეთ იგი ბოსტნეულს და გადაიტანეთ ეს ყველაფერი ცალკე ჭურჭელში.

3

ტაფა დააბრუნეთ ქურაზე, დაამატეთ კარაქი და დააყარეთ მოხარშული ბრინჯი. დაამატეთ სოიოს სოუსი და აურიეთ. დაამატეთ პაპრიკა, ხმელი ნიორი, შავი პილპილი და კიდევ ერთხელ აურიეთ. დაამატეთ ბოსტნეულისა და კვერცხის ნარევი, უკანასკნელად ამოურიეთ და ზემოდან მოაყარეთ სეზამის თესლი. ბრინჯი ჩინურად მზადაა. გემრიელად მიირთვით.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!