
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
კარგად გასუფთავებულ-გარეცხილი ქათამი გაჭერით მკერდის ძვალზე, გაშალეთ წიგნივით, სახსრებზე ხელისგულით მაქსიმალურად დააწექით და გააბრტყელეთ.. შემდეგ ორივე მხრიდან უხვად წაუსვით მსხვილი მარილი და და გააჩერეთ 8-10 წუთი.
ამასობაში გაახურეთ სქელძირიანი ტაფა (საუკეთესოა თუჯის), გაადნეთ ერბო და ჩადეთ წიწილა გადახსნილი მხრიდან ქვემოთ. ზემოდან დააფარეთ ბრტყელი თეფში და დაადეთ მძიმე საგანი (მაგ. წყლით სავსე ქვაბი ან მძიმე ქვა). შეწვით საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოხსენით სიმძიმე, გადააბრუნეთ წიწილა კანის მხარეს, კვლავ დაადეთ სიმძიმე და შეწვით კიდევ 15 წუთი, სანამ იდეალურად ხრაშუნა, ოქროსფერ ქერქს არ მიიღებთ.
სანამ ქათამი შეიწყვება,, ნიორი გაასუფთავეთ და სანაყში მარილთან ერთად კარგად დანაყეთ, სანამ ერთგვაროვან ფაფას არ მიიღებთ. როდესაც ქათამი შეიწვება, გადმოიღეთ ტაფიდან და დაჭერით ნაჭრებად. ტაფაშივე დარჩენილ ცხიმში გადაიტანეთ დანაყილი ნიორი და სულ რამდენიმე წამით მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე, რომ არომატი გაუჯდეს, მაგრამ არ დაიწვას. დაუმატეთ რძე (კლასიკურად მხოლოდ წყალი შეგიძლიათ), კარგად მოურიეთ და წამოადუღეთ 1-2 წუთის განმავლობაში. დაჭრილი ქათმის ნაჭრები ჩაალაგეთ ცხელ სოუსში და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი, სანამ ქათამი ნივრისა და რძის არომატს შეიწოვს.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!