
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ვაშლის ზედა ნაწილს მოაჭერით ყუნწი და შემოაცალეთ 1 სმ სიგანის კანის ზოლი წრეზე. დანით ამოიღეთ გული თესლებითურთ ისე, რომ ვაშლებში ძირიანი ღრმულები წარმოიქმნას.
ვაშლის შესავსებად წვრილად დაჭერით გარჩეული ნიგოზი, ჩაყარეთ ჯამში, დაასხით თაფლი და მოაყარეთ დაფქული დარიჩინი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
მომზადებული ვაშლები ჩააწყვეთ საცხობ ფორმაში ღრმულით ზემოთ. ფორმის ძირში ჩაასხით ნახევარი ჭიქა წყალი. თითოეული ვაშლის ღრმულში ჩადეთ ცოტაოდენი მომზადებული ნიგვზის შიგთავსი.
შედგით ვაშლებიანი ფორმა 180°C-მდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში. მომზადების დრო დამოკიდებულია ვაშლის სიმკვრივეზე. სუფრაზე მიტანისას შეგიძლიათ მოაყაროთ დარიჩინი ან შაქრის პუდრი.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!