
სადღესასწაულო იხვი — რეცეპტი
ინგრედიენტები
12 პორციამომზადება
იხვი შიგნიდან და გარედან კარგად გარეცხეთ. აადუღეთ წყალი. მოათავსეთ ფრინველი დიდ თასში და ნელ-ნელა მოასხით იხვს ცხელი, ადუღებული წყალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კანი ამ დროს მოიჭიმება, ფორები შევიწროვდება და გამოცხობისას არ გასკდება. ამის შემდეგ შეამშრალეთ იხვი ქაღალდის პირსახოცით, წაუსვით მარილი, სანელებლები და დატოვეთ დასამარინადებლად 30 წუთით.
გაფცქვენით და გაასუფთავეთ ხილი, დაჭერით კუბებად. ამოავსეთ, გამოტენეთ იხვი ხილით, თანაბრად გაანაწილეთ შიგნით, ამოკერეთ ღიობი ან შეკარით ხის ჩხირით. იხვის ფეხები და ფრთები შეკარით კულინარიული ძაფით. ეს სავალდებულო არ არის, თუმცა ასე უფრო ლამაზად გამოჩნდება და უფრო ესთეტიკურად შეიბრაწება. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და მოათავსეთ ფრინველი ზურგით ზემოთ. გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გადააბრუნეთ მკერდით ზემოთ, რის შემდეგაც აცხვეთ კიდევ 40-50 წუთი 170 გრადუსზე. ისევ შეაჩერეთ პროცესი, გამოიღეთ იხვი, წაუსვით მინანქარი (სოიოს სოუსი თაფლთან ერთად) ლამაზი ქერქისთვის და აცხვეთ კიდევ 20-30 წუთი.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!