გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ცომეული / რაჭული ლობიანი ლორით
რაჭული ლობიანი ლორით
ცომეულირაჭული

რაჭული ლობიანი ლორით — რეცეპტი

ავტორი:აგუნას ზედაშე
რამდენისგან გაგიგონიათ - ლობიანი მირჩევნიაო ხაჭაპურს?1
120
წთ
12
პორცია
1 პორციაზე
228
კალორია
10
ცილა
7
ცხიმი
30
ნახ.
სულ 12 პორცია — 2736 კალორია · 120 ცილა · 84 ცხიმი · 360 ნახ.

ინგრედიენტები

12 პორცია
ხორბლის ფქვილი600 გრამი
მშრალი საფუარი1 ჩ/კ
შაქარი1 ჩ/კ
წყალი350 მლ
ლობიო400 გრამი
მარილი1 ჩ/კ
რაჭული ლორი200 გრამი
მზესუმზირის ზეთი2 ს/კ

მომზადება

1

თბილ წყალში გახსენით საფუარი და შაქარი. ფქვილს მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ საფუვრიანი წყალი და მოზილეთ რბილი, ნაზი ცომი. ბოლოს ხელებზე დაისხით ზეთი და ცომი კიდევ 3 წუთის განმავლობაში მოზილეთ, სანამ სრულიად გლუვ ტექსტურას არ მიიღებთ. ცომი მოათავსეთ თასში, დააფარეთ ტილო და დატოვეთ ასაფუებლად თბილ ადგილას 1 საათის განმავლობაში.

2

გადარჩეული და გარეცხილი ლობიო და რაჭული ლორი ერთად მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ სრულ ჩახარშვამდე. ლორი ხარშვისას მარილს გამოყოფს, ამიტომ შესაძლოა სულ არ დაგჭირდეთ ლობიოსთვის მარილის დამატება. აუცილებლდ გასინჯეთ და თუ საჭირო იქნება მარილი, მხოლოდ მაშინ დაამატეთ.

3

ქვაბიდან ამოიღეთ მოხარშული ლორი, მოაცილეთ ძვლები და ხორცი ძალიან წვრილად დაჭერით. ცხელი ლობიო საჭყლეტით კარგად ჩაზილეთ პიურეს კონსისტეციამდე, შეურიეთ დაჭრილი ლორი და მისივე ცხიმი. როდესაც მასა გაგრილდება, დაყავით ორ ნაწილად და გააკეთეთ დიდი გუნდები.

4

აფუებული ცომი გაყავით ორად. ხელით ოდნავ გააბრტყელეთ, შუაში ჩაუდეთ ლობიოს და ლორის გუნდა, ნაპირები თავზე მჭიდროდ მოუკარით, გადააბრუნეთ ნაკერით ქვემოთ და ხელით ფრთხილად გააბრტყელეთ, მიეცით ტრადიციული, თხელი ლობიანის ფორმა.. გამოაცხვეთ მშრალ, კარგად გახურებულ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან ან ღუმელში 230 გრადუსზე. ცხელსვე უხვად წაუსვით ნაღების კარაქი ან ლორის ქონი.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!