გადასვლა მთავარ შინაარსზე
ყალია
ძირითადი კერძები

ყალია — რეცეპტი

ავტორი:აგუნას ზედაშე
ქართველი ებრაელების დანატოვარი კერძია ქართული სუფრისთვის.უფრო ფრინველისგან კეთდებოდა (ბატი, იხვი, ქათამი), თუმცა ახლა გთავაზობთ ძროხის ხორცის ყალიას.
120
წთ
6
პორცია
1 პორციაზე
445
კალორია
68
ცილა
10
ცხიმი
16
ნახ.
სულ 6 პორცია — 2670 კალორია · 408 ცილა · 60 ცხიმი · 96 ნახ.

ინგრედიენტები

6 პორცია
ძროხის ხორცი2 კგ
ხახვი2 ცალი
ბროწეულის წვენი200 მლ
ნიორი4 კბილი
უცხო სუნელი1 ჩ/კ
ხმელი ქინძი1 ჩ/კ
ზაფრანა (ყვითელი ყვავილი)1 ჩ/კ
წითელი დაფქული წიწაკა (ჩილი)0.5 ჩ/კ
ბროწეული1 ცალი
ქინძი1 კონა
მარილიგემოვნებით
მშრალი თეთრი ღვინო 12% ალკოჰოლი150 მლ

მომზადება

1

ცხიმიანი ძროხის ხორცი კარგად გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი კი დაჭერით წვრილად. სქელძირიან, სასურველია თუჯის ქვაბში ჩააწყვეთ ხორცი და საკუთარ ცხიმში დაიწყეთ შუშვა საშუალო ცეცხლზე. თუ ხორცი ზედმეტად მჭლეა, დაუმატეთ ცოტა კარაქი ან ზეთი. როცა ხორცი წვენს გამოყოფს და შემდეგ ისევ შეიშრობს, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ერთად შუშეთ, სანამ ხახვი სრულიად არ დარბილდება და ოქროსფერს არ მიიღებს. მოშუშულ მასას დაასხით თეთრი ღვინო, დააფარეთ თავსახური, დაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე და დატოვეთ ხორცი ცეცხლზე დაახლოებით 70-80 წუთი, სანამ თითქმის არ მოიხარშება და სითხე არ განახევრდება.

2

ცალკე ჯამში ერთმანეთში შეურიეთ ბროწეულის ახლადგამოწურული ნატურალური წვენი, დანაყილი ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა და მარილი. მიღებული სურნელოვანი მასა დაასხით ქვაბში მყოფ ხორცს, კარგად აურიეთ, კვლავ დააფარეთ თავსახური და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 15-20 წუთი, სანამ ხორცი სრულად არ დარბილდება და კერძის წვენი სქელი, მოწითალო სოუსის სახეს არ მიიღებს.

3

მომზადების დასრულებამდე 2 წუთით ადრე ჩააყარეთ წვრილად დაჭრილი ნედლი ქინძი, გადმოდგით გაზქურიდან და დააფარეთ თავსახური 10 წუთით, რომ არომატები გაუჯდეს. მიირთვით ცხელი, უხვად მოაყარეთ ახალი ბროწეულის მარცვლები.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!