გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ცომეული / ფშაური ხინკალი
ფშაური ხინკალი
ცომეულიფშაური

ფშაური ხინკალი — რეცეპტი

ავტორი:აგუნას ზედაშე
ისეთი გემრიელი გამოდის, რომ ღირს ძალების დახარჯვა ცომის მომზადებაზე.
90
წთ
30
პორცია
1 პორციაზე
236
კალორია
7
ცილა
14
ცხიმი
19
ნახ.
სულ 30 პორცია — 7080 კალორია · 210 ცილა · 420 ცხიმი · 570 ნახ.

ინგრედიენტები

30 პორცია
ხორბლის ფქვილი1000 გრამი
წყალი450 მლ
მარილი1.5 ჩ/კ
ცხვრის ხორცი400 გრამი
ძროხის ხორცი400 გრამი
ხახვი2 ცალი
ბეგქონდარა მშრალი1 ჩ/კ
წყალი200 მლ
დაფქული შავი პილპილი1 ჩ/კ

მომზადება

1

დიდ თასში გაცერით ფქვილი, გაუკეთეთ შუაში ღრმული, მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ნელ-ნელა ჩაასხით ყინულივით ცივი წყალი. დაიწყეთ ცომის მოზელა ცენტრიდან ნაპირებისკენ. ხინკლის ცომის მოზელვა მოითხავს დიდ ფიზიკურ ძალას. ზილეთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გახდება სრულიად მკვრივი, გლუვი და ერთგვაროვანი. მოზელილი მყარი ცომი შეახვიეთ საკვებ პარკში და დაასვენეთ 30 წუთით (ეს აუცილებელია, რომ ცომი ელასტიური გახდეს და გაბრტყელებისას არ დაიხეს).

2

ხორცი და ხახვი ერთად დაკეპეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში მსხვილ საჭრელზე, დაუმატეთ ხმელი ბეგქოდარა, შავი პილპილი, დარჩენილი მარილი და ნელ-ნელა შეაზილეთ თბილი წყალი, სანამ ხორცი სითხეს სრულად არ შეიწოვს (ფარში უნდა იყოს წვნიანი, მაგრამ არა თხევადი).

3

დასვენებული ცომი გააბრტყელეთ, სპეციალური საჭრელი ფორმით ან ჭიქით დაჭერით წრეებად და გააბრტყელეთ თხელ მრგვალ ფირფიტებად. ფირფიტის ცენტრში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ფარში, ნაპირები მოახვიეთ ნაოჭ-ნაოჭ, თავზე მყარად მოუკარით კუჭი (კუჭი დიდი არ უნდა გამოგივიდეთ)და ასე მოახვიეთ ყველა ფირფიტა.

4

დიდ ქვაბში, მდუღარე მარილიან წყალში ფრთხილად ჩააყარეთ ხინკლები და ხის კოვზით ფრთხილად დაურიეთ წყალს, ხინკალი ძირს რომ არ მიეკრას. როცა ხინკლები ამოტივტივდება და მუცლით მაღლა გადაბრუნდება, ხარშეთ კიდევ 6-7 წუთი და ამოიღეთ ლანგარზე. მოაყარეთ შავი პილპილი და მიირთვით ცხელ-ცხელი.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!