გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ფლავი ბოსტნეულითა და ხილით
ფლავი ბოსტნეულითა და ხილით
ძირითადი კერძებისამარხვოვეგეტარიანულივეგანური

ფლავი ბოსტნეულითა და ხილით — რეცეპტი

ავტორი:ლელიკო
კერძს გასაოცრად მდიდარი გემო და არომატი აქვს.
45
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
696
კალორია
14
ცილა
24
ცხიმი
109
ნახ.
სულ 4 პორცია — 2784 კალორია · 56 ცილა · 96 ცხიმი · 436 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
კომში1 ცალი
გარგარის ჩირი უკურკო100 გრამი
ხახვი2 ცალი
სტაფილო2 ცალი
ნიორი1 ცალი
მზესუმზირის ზეთი100 მლ
ქიშმიში150 გრამი
ფლავის საკმაზი2 ს/კ
წყალი3 ლ
ბულგური300 გრამი
მარილიგემოვნებით

მომზადება

1

კომში გარეცხეთ და დაჭერით 8 ნაწილად და ამოაჭერით გული (სათესლე ნაწილი). რბილობი დაჭერით პატარა, სქელ ნაჭრებად. ფლავის კურაგა (გარგარის ჩირი) გარეცხეთ და დაჭერით ოთხ ნაწილად. ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით გრძელ ნაჭრებად. სტაფილო გარეცხეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით სქელ ჩხირებად. ნიორი დაყავით კბილებად და გაასუფთავეთ.

2

დიდ ქვაბში გაახურეთ მცენარეული ზეთი. ჩადეთ ხახვი და მორევით შეწვით ძლიერ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ სტაფილო და კომში. შეწვით მორევით 5 წუთი. ქვაბში, სტაფილოსა და ხახვს დაუმატეთ ნიორი, კურაგა, ქიშმიში და სანელებლები. მოაყარეთ მარილი გემოვნებით. ჩაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთი.

3

პარალელურად, ბულგური ჩაყარეთ დიდ ჯამში. მოაყარეთ მარილი და დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი. აურიეთ, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 15 წუთით. შემდეგ გადაწურეთ საწურზე და გადაიტანეთ ყაზანში, არ აურიოთ, და მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და დატოვეთ მინიმალურ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ქვაბი და გააჩერეთ ბულგურის ფლავი ბოსტნეულითა და ხილით 10 წუთით თავსახურქვეშ.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!