
პელმენი კომბოსტოთი — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ფქვილი გაცერით წვრილ საცერში და დაუმატეთ მარილი. ზემოდან გაუკეთეთ ღრმული, დაუმეტეთ კვერცხი და წყალი. მოზილეთ ცომი კარგად, შემდეგ დააფარეთ საკვები ცელოფანი და დაასვენეთ 30 წუთის განმავლობაში.
მჟავე კომბოსტო ჩადეთ ჯამში, დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 20 წუთი. ახალი კომბოსტო ძალიან წვრილად დაჭერით. ხახვი და ნიორი გაფცქვენით და წვრილად დაკეპეთ.
მჟავე კომბოსტო კარგად გაწურეთ და წვრილად დაჭერით. დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და მსუბუქად შეწითლებამდე შუშეთ. დაუმატეთ მჟავე კომბოსტო და შუშეთ 5 წუთი. დაამატეთ ახალი კომბოსტო, აურიეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი და ძირა. დაასხით წყალი და სწრაფად მიიყვანეთ ადუღებამდე. შუშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. აცადეთ გაგრილება.
ცომი ძალიან თხლად გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ჭიქით გამოჭერით წრეები. თითოეულზე გაანაწილეთ კომბოსტოს შიგთავსი და შუაზე გადაკეცეთ. კიდეები საგულდაგულოდ შეაერთეთ. დიდ ქვაბში აადუღეთ მარილიანი წყალი, ჩაყარეთ პელმენები და ხარშეთ ზედაპირზე ამოტივტივებიდან.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!