
პელმენი კარტოფილითა და სალით — რეცეპტი
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
აადუღეთ წყალი და ჩაასხით ჯამში. დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი. შემდეგ ნელ-ნელა ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. გააკეთეთ გუნდა, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და გვერდზე გადადეთ.
შიგთავსისთვის გარეცხეთ და გაფცქვენით კარტოფილი, მოხარშეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ღორის სალის ნაჭრებთან ერთად. კამა წვრილად დაჭერით. ნივრის კბილები გაფცქვენით და დაჭყლიტეთ. კარტოფილის ფარში შეაზავეთ მარილითა და შავი დაფქვილი პილპილით (გემოვნებით). დაუმატეთ ნიორი და წვრილად დაკეპილი კამა, კიდევ ერთხელ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი. გამზადებული ცომი გააბრტყელეთ არაუმეტეს 1.5 მმ სქესის ფენად. ჭიქით ან სპეციალური ფორმით გამოჭერით თანაბარი ზომის წრეები. თითოეულის შუაგულში მოათავსეთ კარტოფილის შიგთავსის თითო კოვზი. შეაერთეთ კიდეები და მიეცით პელმენის ფორმა.
მოხარშეთ მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ ქაფჩით. გადაანაწილეთ თეფშებზე. მიირთვით არაჟანთან, საყვარელ სოუსთან ან უბრალოდ კარაქთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!