
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ოსპი გადაიტანეთ ჯამში და დაასხით წყალი. დატოვეთ მაგიდაზე 4 საათით, ოსპი შეგიძლიათ დილითაც ჩაალბოთ. რეალურად, ჩასაბლობად საკმარისია სამი-ოთხი საათი. ამ დროის განმავლობაში თითქმის მთელი წყალი შეიწოვება ოსპის მიერ.
გადაიტანეთ ოსპი დარჩენილ სითხესთან ერთად ბლენდერში. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ქურქუმა და პაპრიკა. ათქვიფეთ ბლენდერით, რომ მიიღოთ პიურე. გაუსინჯეთ გემო და მოაყარეთ მარილი თქვენი სურვილის მიხედვით. დადგით ქურაზე ტაფა. გააცხელეთ. შემდეგ დაასხით მცირე რაოდენობით ზეთი. ამოიღეთ ცოტა ოსპის მასა პატარა ჩამჩით. დაასხით ტაფაზე.
დაახურეთ ტაფას თავსახური. შეწვით კვერი ერთი მხრიდან. გადააბრუნეთ კვერი საფხეკით და შეწვით მეორე მხრიდანაც. ტაფის ახურვა უკვე აღარ არის საჭირო. გადმოიტანეთ თეფშზე. ანალოგიურად მოამზადეთ დანარჩენებიც.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!