
მიტიტეი — რეცეპტი
ინგრედიენტები
2 პორციამომზადება
კარგად გარეცხეთ ძროხის ხორცი და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში (ყველაზე წვრილ ბადეზე), რათა დარწმუნებული იყოთ პროდუქტის ხარისხში. სჯობს ხორცი ორ-სამჯერ გაატაროთ. გადაიტანეთ ფარში ღრმა თასში. დაამატეთ მარილი, დაფქული შავი პილპილი და ხმელი ქონდარი.
ფარშში დაამატეთ საჭმელი სოდა. ეს ამ ძეხვეულის სავალდებულო ინგრედიენტია — ნუ შეგეშინდებათ, მზა კერძში სოდის გემო საერთოდ არ იგრძნობა, სამაგიეროდ მიტიტეი ძალიან წვნიანი გამოვა. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. დაამატეთ ფარშს. გადაზილეთ ფარში და ამასთანავე დაამატეთ ბულიონი. ბულიონი იმდენი დასჭირდება, რომ ფარში თხელი კი არ იყოს, არამედ გახდეს ძალიან რბილი და დამყოლი. ნახევარ კილოგრამ ფარშზე დასჭირდება დაახლოებით 100 მლ ბულიონი (შესაძლოა, ოდნავ მეტი ან ოდნავ ნაკლები, ხორცის ხარისხის მიხედვით).
ფარში დიდი ხნის განმავლობაში კარგად მოზილეთ, რომ გახდეს პლასტიკური. მომზადებული ფარში შედგით მაცივარში (თასს დააფარეთ აპკი) დაახლოებით ორი საათით. შემდეგ გამოიღეთ ფარში მაცივრიდან და ჩამოაყალიბეთ ერთნაირი ზომისა და ფორმის მოგრძო ძეხვის (ქაბაბის) ფორმები. მიტიტეის ფორმირება გააკეთეთ მზესუმზირის ზეთიანი ხელებით. შეწვით მიტიტეი ელექტროგრილზე ან შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაფა-გრილი ან ჩვეულებრივი ტაფა, მასზე ცოტაოდენი მზესუმზირის რაფინირებული ზეთის დამატებით).
როდესაც მიტიტეი ყველა მხრიდან შეიწვება სრულ მზადყოფნამდე, სუფრასთან მიიტანეთ აუცილებლად ცხელი — პირდაპირ ცეცხლიდან! იგი მშვენივრად ეხამება ცხარე სოუსებს, გარნირად კი იდეალურად გამოდგება ახალი ბოსტნეულის სალათი. გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!