
ინგრედიენტები
6 პორციამომზადება
ხბოს ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ხახვი დაჭერით წვრილად. პომიდორს გააცალეთ კანი და დააბლენდერეთ. მწვანილები კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით.
სქელძირიან ქვაბში ჩააწყვეთ ხორცი და საკუთარ წვენში შუშეთ დაბალ ცეცხლზე თავსახურის ქვეშ, სანამ წვენს სრულად არ შეიშრობს. დაუმატეთ ნაღების კარაქი და დაჭრილი ხახვი. ერთად მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთი, სანამ ხახვი ოქროსფერი არ გახდება.
დაასხით დაბლენდერებული პომიდორი, დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ 30 წუთი, სანამ ხორცი სრულად არ დარბილდება და სოუსი არ შესქელდება. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი (ნაწილი გადაინახეთ რომ სუფრაზე მიტანისას ცოცხლად მოაყაროთ), უცხო სუნელი, მარილი, წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა. ადუღეთ კიდევ 5 წუთი და გადმოდგით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!