გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ცომეული / ხაჭაპური შამფურზე
ხაჭაპური შამფურზე
ცომეულივეგეტარიანული

ხაჭაპური შამფურზე — რეცეპტი

ავტორი:აგუნას ზედაშე
აუცილებლად დაგჭირდებათ მაყალი და ნაკვერჩხალი, თუ გინდათ რომ ავთენტური გემო შეიგრძნოთ...თუმცა ღუმელშიც შეძლებთ მომზადებას
40
წთ
2
პორცია
1 პორციაზე
1397
კალორია
70
ცილა
58
ცხიმი
145
ნახ.
სულ 2 პორცია — 2794 კალორია · 140 ცილა · 116 ცხიმი · 290 ნახ.

ინგრედიენტები

2 პორცია
ხორბლის ფქვილი უმაღლესი ხარისხის400 გრამი
მინერალური წყალი250 მლ
მშრალი საფუარი5 გრამი
მარილი5 გრამი
მზესუმზირის ზეთი20 მლ
ყველი სულგუნი500 გრამი

მომზადება

1

საფუარი, ფქვილი და მარილი აურიეთ დიდ თასში, დაასხით თბილი გაზიანი მინერალური წყალი და დაიწყეთ მოზელა. მინერალური წყლის ბუშტუკები და საფუარის სოკოები ერთდროულად დაიწყებენ მუშაობას, რაც ცომს განსაკუთრებულ ელასტიურობას მიანიჭებს. ზილეთ სამუშაო ზედაპირზე 7-8 წუთი, სანამ ცომი არ გახდება რეზინისებრი, მკვრივი, მაგრამ კარგად გაწელვადი (არ უნდა სკდებოდეს გაწელვისას). ბოლოს შეაზილეთ ზეთი. დაამრგვალეთ ცომი, დააფარეთ თბილი ტილო და აცალეთ აფუება 30 წუთით.

2

სულგუნი დაჭერით ისე, რომ მიიღოთ ორი მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის ნაჭერი, ფრთხილად წამოაგეთ ფართო შამფურზე ისე, რომ ყველი იჯდეს მყარად და არ ტრიალებდეს. აფუებული ცომი გააბრტყელეთ გრძელ, ვიწრო, დაახლოებით 4-5 სმ სიგანის ლენტად (სისქე 0.5 სმ) და სპირალური მოძრაობით, მჭიდროდ შემოახვიეთ შამფურზე წამოცმულ ყველს, ისე, რომ ყოველი მომდევნო ფენამ წინა 1 სმ-ით გადაფაროს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ცეცხლზე გახურებისას გამდნარი ყველი გარეთ არ გამოვიდეს. ბოლოებში ცომს მყარად მოუჭირეთ და დააფიქსირეთ შამფურზე. ცომს გარედან ფუნჯით მსუბუქად გადაუსვით ცივი წყალი ან გამდნარი კარაქი. აცხვეთ გახურებულ ნაკვერჩხალზე (მწვადის პრინციპით), შამფურის მუდმივი, ნელი ტრიალით 10-12 წუთი, სანამ ცომი თანაბრად, ოქროსფრად არ დაიბრაწება.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის ფუნთუშა
ბურგერის იდეალური ფუნთუშა (Brioche Bun) უნდა იყოს საოცრად რბილი, ჰაეროვანი.
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
ხაჭაპური მაწვნის ცომით (ე.წ. «ლისტავოი» ხაჭაპური)
„ლისტავოი“, ანუ საცხობ ფირფიტაზე (თუნუქის ფურცელზე) გამომცხვარი დიდი ხაჭაპური მაწვნის ცომით, ნამდვილი კლასიკაა.
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი
გურული ღვეზელი დასავლეთ საქართველოს გამორჩეული, ტრადიციული საშობაო კერძია. მისი მთავარი საიდუმლო საფუვრიანი ცომი, ბევრი ყველი და მოხარშული კვერცხია.
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ფენოვანი ღვეზელი გოგრითა და ბეკონით
ღვეზელი გამოდის წვნიანი, შებოლილი არომატით და ძალიან ნაზი. გამოცხობის შემდეგ ღვეზელი ულამაზეს ფერს იღებს.
დახურული პიცა
დახურული პიცა
არც ისე ადვილი მოსმზადებელია, თუმცა ნამდვილად ღირს მისი მომზადება.
პიცა კალზონი ძეხვეულით
პიცა კალზონი ძეხვეულით
ეს არის მარტივი და გემრიელი რეცეპტი.
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
გამომცხვარი მაკარონი ძეხვითა და მწვანე ბარდით
ეს რეცეპტი ბევრს მოეწონება.
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით და სოკოთი
პიცა ლორით, ქამა სოკოთი, პომიდვრითა და ყველით გამოდის წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!