
ქალაქური ხინკალი — რეცეპტი
ინგრედიენტები
30 პორციამომზადება
დიდ თასში გაცერით ფქვილი, გაუკეთეთ შუაში ღრმული, მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ნელ-ნელა ჩაასხით ყინულივით ცივი წყალი. დაიწყეთ ცომის მოზელა ცენტრიდან ნაპირებისკენ. ხინკლის ცომის მოზელვა მოითხავს დიდ ფიზიკურ ძალას. ზილეთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გახდება სრულიად მკვრივი, გლუვი და ერთგვაროვანი. მოზელილი მყარი ცომი შეახვიეთ საკვებ პარკში და დაასვენეთ 30 წუთით (ეს აუცილებელია, რომ ცომი ელასტიური გახდეს და გაბრტყელებისას არ დაიხეს).
ხორცი, ხახვი და ნიორი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში. ფარშს დაუმატეთ ძალიან წვრილად წვრილად დაკეპილი ახალი ქინძი (ქალაქური ხინკლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მწვანილია), დაამატეთ ძირა, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ნელ-ნელა ჩაასხით თბილი წყალი. ხელით ინტენსიურად მოზილეთ ფარში, სანამ ერთგვაროვან, კარგად გაჯერებულ, წვნიან მასას არ მიიღებთ.
ცომი გააბრტყელეთ, ამოჭერით წრეები, თითოეულში ჩადეთ ფარში და მოახვიეთ ლამაზი ნაოჭებით. ხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში ამოტივტივებიდან 7 წუთის განმავლობაში. მიართვით ცხელი, შავ პილპილთან ერთად.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!