
იხვის მკერდი ალუბლის სოუსით — რეცეპტი
ინგრედიენტები
3 პორციამომზადება
ღუმელი გაახურეთ 180°C-მდე. იხვის მკერდის კანი დასერეთ მახვილი დანით. ტაფაზე, საშუალოზე მაღალ ცეცხლზე შეწვით მკერდი 3-3 წუთით თითოეული მხრიდან (დაიწყეთ კანის მხრიდან). შემდეგ გადაიტანეთ ხორცი საცხობ ჭურჭელში და შედგით ღუმელში 12 წუთით. ერთდროულად იმავე ტაფაზე, სადაც ცოტაოდენი იხვის ცხიმი დარჩა, მოათავსეთ გაყინული (უკურკო) ალუბალი და შუშეთ დაახლოებით 5 წუთი.
ალუბალს დაამატეთ ბალზამიკოს ძმარი, აურიეთ და გააგრძელეთ შუშვა დაბალ ცეცხლზე კიდევ 5 წუთს. შემდეგ მოაყარეთ მარილი და პილპილი. სოუსს დააფარეთ თავსახური, რათა არ გაგრილდეს, სანამ ხორცი მზადდება. გამოიღეთ იხვის მკერდი ღუმელიდან, მჭიდროდ შეახვიეთ ფოლგაში და დატოვეთ 5 წუთით დასასვენებლად. ბოლოს გახსენით ფოლგა, ხორცი დაჭერით ნაჭრებად, უხვად მოასხით ალუბლის სოუსი და მიიტანეთ სუფრასთან! გემრიელად მიირთვით.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!