გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / იხვი გლეხურად დაკუწული კომბოსტოს მწნილით
იხვი გლეხურად დაკუწული კომბოსტოს მწნილით
ძირითადი კერძები

იხვი გლეხურად დაკუწული კომბოსტოს მწნილით — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
სცადეთ ამ რეცეპტით იცვის მომზადება და არ ინანებთ.
150
წთ
4
პორცია
1 პორციაზე
1495
კალორია
42
ცილა
118
ცხიმი
61
ნახ.
სულ 4 პორცია — 5980 კალორია · 168 ცილა · 472 ცხიმი · 244 ნახ.

ინგრედიენტები

4 პორცია
იხვი1200 გრამი
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით გემოვნებით
ხახვი200 გრამი
მჟავე კომბოსტო1000 გრამი
ქიშმიში150 გრამი
დაფნის ფოთოლი1 ცალი
მარილიგემოვნებით გემოვნებით
სტაფილო100 გრამი
ნიორი15 გრამი
შავი ქლიავი150 გრამი
ბეგქონდარა მშრალი15 გრამი

მომზადება

1

იხვს დაჭერით ულუფებად (ფრთები, მკერდი და ბარკლები) და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი. იხვის დარჩენილ ნაწილს მოაცილეთ კანი და ცხიმი, მოათავსეთ ცივი წყლით სავსე ქვაბში და დადგით ცეცხლზე (დაახლოებით ნახევარი ლიტრი იხვის ბულიონი უნდა მიიღოთ). კანი და ცხიმი წვრილად დაჭერით და მოათავსეთ გაცხელებულ თუჯის ტაფაზე. საშუალო ცეცხლზე დაადნეთ ცხიმი, სანამ კანის ნაჭრები არ დაიბრაწება და ღია ყავისფერი არ გახდება, რის შემდეგაც ამოიღეთ ისინი ქაფქირით. ცეცხლს მოუმატეთ მაქსიმუმამდე. იხვის ნაჭრებს (ბარკლებს, ფრთებსა და მკერდს) წინასწარ წაუსვით მარილისა და დაფქული შავი პილპილის ნარევი და ჩააწყვეთ ადუღებულ ცხიმში კანით ქვემოთ. ორი წუთის შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ საშუალომდე, გადააბრუნეთ ნაჭრები მეორე მხარეს და შეწვით კიდევ 3 წუთი.

2

ამასობაში სტაფილო დაჭერით სქელ რგოლებად, ხახვი გაასუფთავეთ (მოზრდილი თავები გაჭერით შუაზე), ხოლო ნივრის კბილები ოდნავ დაჭყლიტეთ დანის ბრტყელი მხარით. შემწვარი ხორცი ამოიღეთ ტაფიდან და გადაწურეთ ზედმეტი ცხიმი (ჭურჭელში დატოვეთ დაახლოებით 100 მლ). ჩაყარეთ მასში ბოსტნეული და შეწვით კარგად

3

დაკუწული მჟავე კომბოსტო ხელი გაწურეთ და გადაავლეთ წყალი საწურში, რათა ძალიან მჟავე არ იყოს. კომბოსტო ჩადეთ ტაფაში და აურიეთ. ზემოდან მოაყარეთ გარეცხილი შავი ქლიავი და ქიშმიში. დაალაგეთ იხვის ნაჭრები, დაამატეთ ბეგქონდარა და დაფნის ფოთოლი. ყველაფერს დაასხით გამზადებული იხვის ბულიონი ისე, რომ მან მხოლოდ კომბოსტო დაფაროს (ხორცი ორთქლზე მომზადდება).

4

როგორც კი სითხე ადუღდება, ტაფას დაახურეთ თავსახური და შედგით 180°C-მდე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 2 საათით. კერძთან ერთად მიირთვით მოხარშული კარტოფილი კარაქით და კამით! გემრიელად მიირთვით.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!