
გუფთა ლიმონის სოუსში — რეცეპტი
ინგრედიენტები
4 პორციამომზადება
ცხვრის ფარში ჩადეთ ჯამში. დაუმატეთ რამოდენიმე ნაჭერი დამბალი თეთრი პური (კანის გარეშე). დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კვერცხი, 1/2 ჩაის კოვზი ძირა (დაფქვილი), 1/2 ჩაის კოვზი ცხარე წიწაკა, შავი წიწაკა დაფქვილი, დაჭრილი ოხრახუში, ცედრა 1 ლიმნის და მარილი. აურიეთ კარგად და გააკეთეთ ბურთულები. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით ყველა მხრიდან მომზადებული ბურთულები.
სოუსის მოსამზადებლად ზეთში მოწვით წვრილად დაჭრილი ხახვი ოქროსფრამდე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი წითელი მწარე წიწაკა, 1/2 ჩაის კოვზი ცხარე წიწაკა, 1/2 ჩაის კოვზი ძირა (დაფქვილი), 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა, დაასხით ბულიონი, რამოდენიმე წუთის შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მიიყვანეთ ადუღებამდე. მოზადებულ სოუსში ჩაალაგედ შემწვარი ხორცი და ადუღეთ 40 წუთის განმავლობაში. გამორთვამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ ლიმნის წვენი და დაჭრილი ოხრახუში.
შეაფასე ეს რეცეპტი
მსგავსი რეცეპტები








კომენტარები (0)
შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.
ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!