გადასვლა მთავარ შინაარსზე
მთავარი / ძირითადი კერძები / ღორის ხორცის რულეტი სოკოს შიგთავსით
ღორის ხორცის რულეტი სოკოს შიგთავსით
ძირითადი კერძები

ღორის ხორცის რულეტი სოკოს შიგთავსით — რეცეპტი

ავტორი:mychef_ge
შემოგთავაზებთ ღორის კისრისგან მომზადებულ რულეტის რეცეპტს, ქამა სოკოს, ხახვის, მწვანილისა და ნივრის შიგთავსით.
120
წთ
8
პორცია
1 პორციაზე
489
კალორია
19
ცილა
44
ცხიმი
5
ნახ.
სულ 8 პორცია — 3912 კალორია · 152 ცილა · 352 ცხიმი · 40 ნახ.

ინგრედიენტები

8 პორცია
ღორის კისერი1 კგ
პური50 გრამი
ხახვი1 ცალი
ქამასოკო (შამპინიონი)300 გრამი
მზესუმზირის ზეთი30 მლ
ოხრახუში10 გრამი
ნიორი2 კბილი
მარილიგემოვნებით
დაფქული შავი პილპილიგემოვნებით

მომზადება

1

ღორის ხორცი გარეცხეთ და გააშრეთ. გაჭერით ხორცი სიბრტყეზე წრიულად ისე, რომ მიიღოთ ერთი მთლიანი, თხელი ფენა. ხორცს მოაყარეთ პილპილი და მარილი. ქამა სოკო და ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად. ტაფაზე მოასხით ზეთი, მოშუშეთ სოკო ხახვთან ერთად 10-15 წუთის განმავლობაში და გადაიტანეთ ჯამში. თეთრი პური ქერქის გარეშე დაჭერით ძალიან მცირე ზომის კუბებად და დაამატეთ სოკოსა და ხახვს.

2

ოხრახუში გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დაამატეთ სოკოს, ხახვსა და პურს. ნიორი გაფცქვენით, წვრილად დაკეპეთ და დაამატეთ შიგთავსს. შემდეგ მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და აურიეთ. გადაიტანეთ შიგთავსი ღორის ხორცზე და გადაანაწილეთ მთელ ზედაპირზე.

3

დაახვიეთ ხორცი რულეტად, ზემოდან მოაყარეთ მარილი და შეკარით კულინარიული ძაფით. მოათავსეთ რულეტი საცხობ სახელოში და გამოაცხვეთ ღუმელში 190-200 გრადუს ტემპერატურაზე 60-80 წუთის განმავლობაში. თუ ხორცს ხის ჩხირით ჩხვლეტისას გამოუვა გამჭვირვალე წვენი, ესე იგი რულეტი მზადაა. გააციეთ კერძი მაცივარში და ღორის ხორცის რულეტი სოკოთი მზადაა. დაჭერით სასურველი სისქის რგოლებად და მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით.

შეაფასე ეს რეცეპტი

ჯერ არავის შეუფასებია

შესაფასებლად საჭიროა შესვლა

გაზიარება

მსგავსი რეცეპტები

ტოლმა ვაზის ფოთოლში
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ვაზის ფოთლის ტოლმა სუფრის გამორჩეული კერძია. გთავაზობთ მომზადების რეცეპტს, რომლითაც მე ვამზადებ ოჯახ
გულაში ღორის ხორცით
გულაში ღორის ხორცით
ეს კერძი თქვენი ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.
ლაზანია
ლაზანია
ეს კერძია მათთვის, ვისაც იტალიური გემოები ენატრება.
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ფილე იოგურტის სოუსში
ქათმის ხორცი არის ნოყიერი და ამავე დროს დიეტური პროდუქტი, რომელიც მდიდარია ცილებით.
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ჩაშუშული ღორის ხორცი ნაღებისა და ტომატის სოუსში
ეს არის მარტივი, სწრაფი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მთავარი ღირსება მის სოუსში გამოიხატება.
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ძროხის ღვიძლი ბოსტნეულთან ერთად
ეს არის ერთ-ერთი გემრიელი კერძი, ვისაც რათქმაუნდა ღვიძლი უყვარს.
ლინგვინი კარბონარა
ლინგვინი კარბონარა
პასტა ლინგვინი პარმეზანის სოუსში, ნაღებითა და შემწვარი ბეკონით უგემრიელესია. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
გამომცხვარი ღორის ფერდი ტკაცუნა კანით
ხრაშუნა და ტკაცუნა კანით გამომცხვარი ღორის ფერდი კულინარიის შედევრია. მთავარი საიდუმლო კანის მაქსიმალურ გამოშრობაში.

კომენტარები (0)

შესვლა — კომენტარის დასაწერად საჭიროა შესვლა.

ჯერ კომენტარები არ არის. იყავი პირველი!